მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს "ლაზიკა კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
რეგიონი: ფოთი, ხულო.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- 2 წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პასუხისმგებელია ორგანიზაციის ფილიალის (მესტიის) და საბუღალტრო აღრიცხვიანობის წარმოებაზე როგორც საგადასახადო, ისე შიდა ორგანიზაციული სტანდარტების გათვალისწინებით;
- აწარმოებს და მთავარ ბუღალტერს წარუდგენს ყოველთვიურ ძირითად საფინანსო უწყისებს, საგადასახადო და შიდა ორგანიზაციული სტანდარტების გათვალისწინებით
- აწარმოებს ფულად ანგარიშსწორებებს თანამშრომლებთან და კონტრაქტორებთან
- ზრუნავს სასესხო გაცემების ეფექტურად წარმართვაზე საბანკო გადარიცხვების მეშვეობით
- ახორციელებს საოფისე და კომუნალური გადასახადების დროულად გადახდას და თანხების მოთხოვნათა ორგანიზაციის ბიუჯეტთან შესაბამისობაზე კონტროლს
- ზრუნავს ორგანიზაციის ფინანსური ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე
-უზრუნველყოფს ნაღდი ფულისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების უსაფრთხოებას
- აწარმოებს მსესხებლების მომსახურეობას და მიმდინარე სასესხო გადახდების ადმინისტრირებას
- ახორციელებს საბუღალტრო პროგრამების ტექნიკურ ინსპექტირებას და ზრუნავს მათ გამართულად და ეფექტურად მუშაობაზე
- ასრულებს სხვადასხვა საკანცელარიო სამუშაოებს.
მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ანკეტა/CV ქართულ ენაზე, ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე:
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: (571) 000009 - ანი გუგუნავა, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ოფისი, ზუგდიდი.