კომპიუტერული კომპანია "ლაბ დისტრიბუცია" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კანდიდატის უნარები:
- კომპიუტერულ ტექნიკის და კომპონენტების (თავსებადობა) კარგი ცოდნა
- პრინტერების, სკანერების და საბეჭდი მოწყობილობების კარგი ცოდნა
- სერვერების და სასერვერო მოწყობილობების კარგი ცოდნა
- ქსელის და ქსელური მოწყობილობების/მაკავშირებლების კარგი ცოდნა
- პროექტის შექმნა-დაგეგმვა, მაგალითად: კანდიდატს უნდა შეეძლოს რაიმე დიდი თუ პატარა ორგანიზაციისათვის დაგეგმოს და ქსელში გამართოს კომპიუტერები, საბეჭდი მოწყობილობები, სერვერი და მაკავშირებლები, კონკრეტული მოდელების მინიშნებით. ანუ, კლიენტს შესთავაზოს მისთვის ყველაზე სასურველი ოპტიმალური გადაწყვეტილება.
- ადგილობრივი ბაზრის კარგი ცოდნა: კონკურენტები, ფასები, პროდუქცია
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში
- გასაუბრებაზე პრივილეგია მიეცემათ კანდიდატებს, რომელთაც ექნებათ IT სფეროში აღებული სერთიფიკატები
- კანდიდატი უნდა იყოს მოწესრიგებული, პუნქტუალური, ენერგიული და კომუნიკაბელური; ასევე გამოირჩეოდეს ნოვატორული ნიჭით და კრეატიულობით.
- ქართულის, რუსულის და ინგლისურის კარგი ცოდნა.
მოვალეობები:
- კომპანიის კორპორატიული გაყიდვების მენეჯმენტი
- სხვა კორპორატიულ მენეჯერებთან ერთად მუშაობა და მათი მუშაობის კონტროლი
- კორპორატიული კლიენტების მოძიება
- კორპორატიული შეკვეთების/პროექტების დამუშავება და შეთავაზება
- კორპორატიული გაყიდვების გაზრდის მიზნით კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტის შერჩევა
- გაყიდვების დაგეგმვა-კონტროლი
- ანგარიშგება მენეჯმენტთან.
კომპანიის მიზანია აღნიშნულ პოზიციაზე აყვანილმა კანდიდატმა შეძლოს არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარება და ახალი კლიენტების მოზიდვა, ზემოთ აღნიშნული მოვალეობების კარგად შესრულება, რაც გამოიწვევს კომპანიის გაყიდვების ზრდას.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ დააკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ მისამართზე: