შპს "კურორტი საირმე" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მენეჯერის თანამდებობაზე.
პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
-უმაღლესი განათლება ტურიზმის ან სასტუმროს მენეჯმენტის კუთხით
-სასტუმროს/კურორტის (100 ნომერი და ზევით) მართვის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
-კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - "MS Office" და "Fidelio" (სასტუმროების მართვის პროგრამა)
-რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
-კურორტის პერსონალის მართვა და კონტროლი
-კლიენტებთან ურთიერთობა/მოლაპარაკების წარმოება
-ტურისტულ სააგენტოებთან ურთიერთობა
-შეკვეთების კონტროლი და მონიტორინგი
-თანამშრომლების აყვანა, ტრენინგი და მონიტორინგი
-ინდივიდების და ჯგუფების სამუშაო გრაფიკების შედგენა
-კლიენტების პრეტენზიების და კომენტარების განხილვა
-კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა
-ეფექტური უსაფრთხოების უზრუნველყოფა
-საცხოვრებელი ადგილის, სარესტორნო მომსახურების და სხვა სასტუმროს მომსახურების დაგეგმვა და ორგანიზება
-ბიზნესის რეკლამირება და მარკეტინგი
-გაყიდვებისა და მოგების დაგეგმვა და შესრულება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: არა უგვიანეს 2011 წლის 15 აგვისტოსი.
კურორტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: