საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს მინისტრის აპარატის თანაშემწის თანამდებობაზე.
საკონკურსო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა ( MS Windows, MS Word, MS excel);
- უცხო ენების ცოდნა ( ინგლისური – სავალდებულოა, სხვა უცხო ენა სასურველია).
კომპეტენციები:
- ფოსტის მიმოხილვა;
- დოკუმენტაციაზე მუშაობა;
- შემოსულ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებლობა;
- მოქალაქეებთან ურთიერთობა, შეხვედრების დაგეგმვა, კოორდინაცია;
- სამინისტროს შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
- საჭიროების შემთხვევაში სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
აუცილებელი უნარები:
- ორგანიზებულობა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
-სიზუსტე და აკურატულობა;
- ვერბალური და წერილობითი ფორმით კომუნიკაციის უნარი;
- წვრილმანების მიმართ დაკვირვების უნარი;
- კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი.
სამუშაო განაკვეთი: არანორმირებული.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV).
საბუთების მიღება წარმოებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მისამართზე თბილისი, სანაპიროს ქ.N4, ან ელექტრონულ ფოსტაზე – , 2011 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.