მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას სესხის ოფიცრის თანამდებობაზე ზუგდიდის სერვის ცენტრში.
“კრისტალი” წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. “კრისტალი” ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 10,000-მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 16 ფილიალისა და სერვის-ცენტრის მეშვეობით
სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებითი პრემიალური ანაზღაურებით; კარგი სამუშაო პირობებით; სხვადასხვა სასწავლო გასვლითი ტრენინგებით; ჯანმრთელობის დაზღვევით; კარიერული ზრდის პერსპექტივით და ა.შ.
ძირითადი მოვალეობები:
- $ 10,000-მდე მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო და სამომხმარებლო სესხების გაცემა
- აქტიური მარკეტინგული საქმიანობა, კლიენტთა მოძიება
- საკრედიტო პორტფელის ხარისხიანი, ოპერატიული და ეფექტური მართვა
- კლიენტთა სრული მომსახურება ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად
- ბიზნეს აპლიკაციების შესწავლა-დამუშავება, დეტალური გამოკვლევა და ანალიზი
- დაგვიანებულ და პრობლემურ სესხებთან განსაკუთრებული მუშაობა
- დეტალური ანგარიშგება გაწეული საქმიანიობის შესახებ
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ეკონომიკური (ან ფინანსური) განათლება
- მცირე ბიზნესისა და მიკროეკონომიკის ცოდნის სათანადო დონე
- მიკროდაკრედიტების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- დაგეგმარების (მათ შორის ფინანსური) კარგი უნარი
- ადამიანებთან ურთიერთობების დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა
- კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი
- პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა, არაკონფლიქტურობა
- მოსმენის უნარი, კოლეგიალობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი და დამატებითი პასუხისმგებლობის აღების უნარი/სურვილი
- ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) კარგად ფლობა
- ასაკი 22-დან 35 წლამდე
დაინტერესებულ პირებს 2011 წლის 9 დეკემბრის 17.00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პპოზიცია წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.