საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
გუდვილი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ქეა  შპს.  
ბანკი რესპუბლიკა  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  DMG WEST LINES  ალგანი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს.   პროფკურორტი 
თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ბიდისი აკადემია  ინგლისური ენის სახლი  საგანმანათლებლო ცენტრი   კავკასიის აკადემიური ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  
სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  საქართველოს უნივერსიტეტი  Oxford House  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  აიელსი  One World  
   ვაკანსია:

სალარო მეურნეობის უფროსი, ქუთაისი

   კომპანია:

კრისტალი

   განთავსებულია:  24 ოქტ. 2011
   ბოლო ვადა:  31 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  ქუთაისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  hr@crystal.ge
   ტელეფონი:  (+995 842) 25 55 22
   კატეგორია:

ფინანსები

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას სალარო მეურნეობის უფროსის თანამდებობაზე  ქუთაისის სერვის ცენტრში. სალარო მეურნეობის უფროსი უშუალოდ უხელმძღვანელებს სერვის ცენტრის სალარო მეურნეობის საქმიანობას და სამსახურებრივად დაქვემდებარებული იქნება ფილიალის მენეჯერზე

“კრისტალი” წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. “კრისტალი” ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 10,000-მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 16 ფილიალისა და სერვის-ცენტრის მეშვეობით

სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებითი პრემიალური ანაზღაურებით; კარგი სამუშაო პირობებით; სხვადასხვა სასწავლო გასვლითი ტრენინგებით; ჯანმრთელობის დაზღვევით; კარიერული ზრდის პერსპექტივით და ა.შ.

ძირითადი საპასუხისმგებლო მოვალეობები:

- სერვის ცენტრის სალარო მეურნეობის მართვა ეროვნული ბანკის სტანდარტებისა და ორგანიზაციის შესაბამისი დებულების მოთხოვნების მიხედვით;
- სალარო-მეურნეობის შტატის მუშაობის კოორდინაცია და კონტროლი;
- სალაროს დოკუმენტაციის წარმოება;
- ფულადი სახსრების ინკასაციის ორგანიზება;
- სალარო მეურნეობაში არსებული ფულადი მატერიალური ფასეულობების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა;
- ყოველთვიური ანგარიშების მომზადება ფინანსური განყოფილებისათვის;

ძირითადი მოთხოვნები:

- უმაღლესი ეკონომიკური/ფინანსური განათლება
- ფინანსებისა და მენეჯმენტის ცოდნის სათანადო დონე
- ანალოგიურ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (სასურველია)
- სანიმუშო პიროვნული თვისებები (პუნქტუალობა, არაკონფლიქტურობა, მაღალი პასუხისმგებლობა, პრინციპულობა, ანალიტიკური უნარი და ა.შ.
- ძირითადი კომპიუტერული და სპეციალური პროგრამების კარგად ცოდნა;
- ასაკი 21-დან 40 წლამდე

დაინტერესებულმა პირებმა 2011 წლის 31 ოქტომბრის 17:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ავტობიოგრაფია (CV), პირადობის მოწმობის ასლი, ფოტოსურათი და სხვა დოკუმენტები (დიპლომები, სერთიფიკატები, რეკომენდაციები), რომლებიც ადასტურებს მათ კვალიფიკაციას აღნიშნულ სფეროში. შესაძლებელია აღნიშნული ინფორმაციის მოწოდება ელექტრონული ფოსტითაც. (გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე

საკონტაქტო მისამართი:

ქუთაისი
წერეთლის # 1
ტელ: (+995 842) 25 55 22; 25 55 11
ელ-ფოსტა: hr@crystal.ge

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige