სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს კონკურსს ავტომობილის დაქირავებაზე .
დაქირავებული მძღოლის ძირითადი ფუნქცია იქნება “კრისტალის” თბილისის ოფისის თანამშრომლების ტრანსპორტირება,როგორც ქალაქის ტერიტორიაზე ასევე რეგიონებში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უცხოური (არასაბჭოთა) ავტომობილი კარგ მდგომარეობაში
- ავტომობილის ასაკი: არაუმეტეს 15 წლის
- ავტომობილის ტიპი: მსუბუქი, ოთხკარიანი, ეკონომიური
განცხადების წარმდგენი (მძღოლი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- ასაკი 25-დან 40 წლამდე
- მძღოლობის გამოცდილება: არანაკლებ 5 წელი
- რეგიონებში მგზავრობის შესაძლებლობა/სურვილი
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, სადაც უნდა მიუთითონ საკუთარი ავტომობილის ძირითადი მახასიათებლები
- ავტომობილის ტექნიკური პასპორტი
- პირადობის მოწმობის ასლი
- მართვის მოწმობის ასლი
- ავტომობილის მფლობელობის დამადასტურებელი საბუთი
- მოკლე ავტობიოგრაფია
საბუთების მიღების ბოლო ვადა – 17:00; 25 ოქტომბერი, 2011 წ.
საკონტაქტო მისამართი:
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი”
თბილისი, წერეთლის გამზ.117
ტელ: (+995 32)2353905