მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე დუშეთის და მარტვილის სერვის-ცენტრებში
“კრისტალი” წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. “კრისტალი” ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 10,000-მდე კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 16 ფილიალისა და სერვის-ცენტრის მეშვეობით
სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებითი პრემიალური ანაზღაურებით; კარგი სამუშაო პირობებით; სხვადასხვა სასწავლო გასვლითი ტრენინგებით; ჯანმრთელობის დაზღვევით; კარიერული ზრდის პერსპექტივით და ა.შ.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას
- სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა
- სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ეკონომიკური ან ფინანსური განათლება
- სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია)
- კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები
- პუნქტუალობა, აკურატულობა, მოწესრიგებულობა,
- კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
- ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) კარგად ფლობა
- ასაკი 22-დან 40 წლამდე
დაინტერესებულმა პირებმა 2011 წლის 28 ოქტომბერს 17:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია (CV), და სხვა დოკუმენტები (დიპლომები, სერთიფიკატები, რეკომენდაციები), რომლებიც ადასტურებს მათ კვალიფიკაციას აღნიშნულ სფეროში. შესაძლებელია აღნიშნული ინფორმაციის მოწოდება ელექტრონული ფოსტითაც. (გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია წინააღმდეგ შემთხვევაში თვქენი განაცხადი არ განიხილება).
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე
საკონტაქტო მისამართი:
ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 21
ტელ: (+995 8431)252244; (+995 32)2353905
ელ-ფოსტა: