ს/ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის სერვის ცენტრის მდივანი-ადმინისტრატორის პოზიციაზე.
“კრისტალი” წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. “კრისტალი” ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 10,000-ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 16 ფილიალისა და სერვის-ცენტრის მეშვეობით
სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებითი პრემიალური ანაზღაურებით; კარგი სამუშაო პირობებით; სხვადასხვა სასწავლო გასვლითი ტრენინგებით; ჯანმრთელობის დაზღვევით; კარიერული ზრდის პერსპექტივით და ა.შ.
ძირითადი მოვალეობები:
- “კრისტალის” ქუთაისის სერვის ცენტრის ადმინისტრაციული საქმეების წარმოება და მართვა
- ორგანიზაციის შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება კლიენტურისათვის
- ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა ფილიალში
- საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზება
- ინფორმაციის კოორდინაცია და სატელეფონო ზარების მიღება
- თარჯიმანული საქმიანობის წარმოება ინგლისურ და რუსულ ენებზე
- სხვა ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საკითხები
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ქართული, რუსული და ინგლისური ენების კარგად ფლობა
- საქმიანი კორესპონდენციის წარმოების სათანადო უნარი
- ადამიანებთან ურთიერთობების დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა
- პუნქტუალობა, აკურატულობა და პრინციპულობა
- პრეზენტაბელურობა, არაკონფლიქტურობა
- ძირითადი კომპიუტერული პროგრამების კარგად ფლობა
- ასაკი 21-დან 35 წლამდე
დაინტერესებულმა პირებმა 2011 წლის 10 ნოემბერს, 17:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია (CV), და სხვა დოკუმენტები (დიპლომები, სერთიფიკატები, რეკომენდაციები), რომლებიც ადასტურებს მათ კვალიფიკაციას აღნიშნულ სფეროში. შესაძლებელია აღნიშნული ინფორმაციის მოწოდება ელექტრონული ფოსტითაც. (გთხოვთ მიუთითოთ სასურველი პოზიცია წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება)
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე
საკონტაქტო მისამართი:
ქუთაისი, წერეთლის # 1 ტელ: (+995 432)255511; 255522
ზ.გამსახურდიას # 23, ტელ: (+995 432)263287; 214273
ელ-ფოსტა:
www.crystal.ge