ს/ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო ასისტენტის თანამდებობაზე თბილისის ფილიალში.
კრისტალი წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. "კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 10 000 - ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 16 ფილიალისა და სერვისცენტრის მეშვეობით.
სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებითი პრემიალური ანაზღაურებით, კარგი სამუშაო პირობებით, სხვადასხვა სასწავლო გასვლითი ტრენინგებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კარიერული ზრდის პერსპექტივით და ა.შ.
ძირითადი საპასუხისმგებლო მოვალეობები:
- დებულებით განსაზღვრული შესყიდვებისა და მომარაგების განხორციელება
- ავტოპარკის მუშაობის კოორდინირება, განვლილი კილომეტრაჟის მართვა
- ურთიერთობების მართვა მომწოდებელ ორგანიზაციებთან
- ტექნიკის და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, მათი უსაფრთხოებისა და გადაადგილების მეთვალყურეობა
- საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციის კუთვნილი ტრანსპორტით მომსახურება
- სამეურნეო და ტექნიკური საკითხების მოგვარება ფილიალში, სასაწყობე მეურნეობის მართვა;
- სხვადასხვა ადმინისტრაციულ-სამეურნეო საკითხების მოგვარება დადგენილი წესის მიხედვით.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მცირე ბიზნესის და მიკრო ეკონომიკის ცოდნის მინიმალური დონე
- ბუღალტერიისა და ფინანსების ცოდნის სათანადო დონე
- გამოცდილება ანალოგიურ სფეროში
- ავტოტრანსპორტის მართვისა და ექსპლუატაციის სათანადო უნარი
- სხვადასხვა სამეურნეო-ტექნიკური საქმეების სათანადო ცოდნა
- ადამიანებთან ურთიერთობების დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა
- კონფლიქტური სიტუაციების მართვის ტექნიკის ფლობა
- ძირითადი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა
- ასაკი 21-35 წლამდე.
დაინტერესებულ პირებს 2012 წლის 20 იანვრის 17 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოცხადებული შემდგომ ეტაპზე.