ს/ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცერის თანამდებობაზე ქუთაისსა და რეგიონებში.
“კრისტალი” წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მცირე სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. დღეისათვის “კრისტალი” ერთ-ერთი წარმატებული და მაღალ-განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც რეგულარულად ემსახურება 10,000-ზე მეტ კლიენტურას საქართველოს 5 რეგიონში
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სარეკლამო მასალების გავრცელება
- კლიენტების მოზიდვა და პირველადი ინფორმაციის მიწოდება
- გაყიდვების აქციებში მონაწილეობა
- ბაზრის კვლევებში მონაწილეობა
- სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობა
ძირითადი მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან ახალი კურსდამთავრებულები
- აქტიური, მიზანსწრაფული და პასუხისმგებლიანი პიროვნება
- პრეზენტაბელურობა, კომუნიკაციის ბრწყინვალე უნარი
- დროის ოპტიმალური განაწილების და დაგეგმარების სათანადო უნარი
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
შერჩეულ პირებთან პირველ ეტაპზე გაფორმდება 3-თვიანი ხელშეკრულება, წარმატების შემთხვევაში ხანგრძლივი კონტრაქტის პერსპექტივით. ანაზღაურების სისტემა: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები გამომუშავებით
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი კრისტალის ელექტრონულ ფოსტაზე: 2011 წლის 12 დეკემბრამდე.
საკონტაქტო მისამართი:
ქუთაისი, თამარ მეფის 21; ტელ: (+995 431)252244