ს/ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცერის თანამდებობაზე სენაკში
“კრისტალი” წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მცირე სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. დღეისათვის “კრისტალი” ერთ-ერთი წარმატებული და მაღალ-განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც რეგულარულად ემსახურება 10,000-მეტ კლიენტურას საქართველოს 5 რეგიონში
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სარეკლამო მასალების გავრცელება
- კლიენტების მოზიდვა და პირველადი ინფორმაციის მიწოდება
- გაყიდვების აქციებში მონაწილეობა
- ბაზრის კვლევებში მონაწილეობა
- სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობა
ძირითადი მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან ახალი კურსდამთავრებულები
- აქტიური, მიზანსწრაფული და პასუხისმგებლიანი პიროვნება
- პრეზენტაბელურობა, კომუნიკაციის ბრწყინვალე უნარი
- დროის ოპტიმალური განაწილების და დაგეგმარების სათანადო უნარი
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
შერჩეულ პირებთან პირველ ეტაპზე გაფორმდება 3-თვიანი ხელშეკრულება, წარმატების შემთხვევაში ხანგრძლივი კონტრაქტის პერსპექტივით. ანაზღაურების სისტემა: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები გამომუშავებით
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი კრისტალის ელექტრონულ ფოსტაზე: 2011 წლის 7 ნომებრამდე. (გთხოვთ მიუთითოთ სასურველი პოზიცია წინააღმდეგ შემთხვევაში თვენი განაცხადი არ განიხილება)
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ: (+995 431)252244
საკონტაქტო მისამართი:
სენაკი: რუსთაველის # 231 ტელ: (+995 413)278790