საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
DMG WEST LINES  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შირნჰოფერი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  ალგანი  ქეა  შ.პ.ს.  'პროსერვისი' 
ბანკი რესპუბლიკა  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს.   გუდვილი  შპს.   თეგეტა მოტორსი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა 
საქართველოს უნივერსიტეტი  P/T/G  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  კავკასიის აკადემიური ცენტრი თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   Oxford House  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  One World   
ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  აიელსი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  საგანმანათლებლო ცენტრი   ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ბიდისი აკადემია  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი 
   ვაკანსია:

სესხის ოფიცერი - სამტრედია, მარტვილი

   კომპანია:

კრისტალი

   განთავსებულია:  27 იან. 2012
   ბოლო ვადა:  6 თებ. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  hr@crystal.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ბუღალტერია/გადასახადები

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას სესხის ოფიცრის თანამდებობაზე სამტრედიისა და მარტვილის სერვის ცენტრში.

"კრისტალი" წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. "კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 10 000-ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 16 ფილიალისა და სერვისცენტრის მეშვეობით.

სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად, ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებითი პრემიალური ანაზღაურებით, კარგი სამუშაო პირობებით, სხვადასხვა სასწავლო გასვლითი ტრენინგებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კარიერული ზრდის პერსპექტივით და ა.შ.

ძირითადი მოვალეობები:
- $10,000-მდე მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო და სამომხმარებლო სესხების გაცემა;
-აქტიური მარკეტინგული საქმიანობა, კლიენტთა მოძიება;
-საკრედიტო პორტფელის ხარისხიანი, ოპერატიული და ეფექტური მართვა;
-კლიენტთა სრული მომსახურება ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად;
-ბიზნეს აპლიკაციების შესწავლა-დამუშავება, დეტალური გამოკვლევა და ანალიზი;
-დაგვიანებულ და პრობლემურ სესხებთან განსაკუთრებული მუშაობა;
-დეტალური ანგარიშგება გაწეული საქმიანობის შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:
-უმაღლესი ეკონომიკური (ან ფინანსური) განათლება;
-მცირე ბიზნესისა და მიკროეკონომიკის ცოდნის სათანადო დონე;
-მიკროდაკრედიტების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
-დაგეგმარების (მათ შორის ფინანსური) კარგი უნარი;
-ადამიანებთან ურთიერთობების დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა;
-კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
-პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა, არაკონფლიქტურობა;
-მოსმენის უნარი, კოლეგიალობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
-სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი და დამატებითი პასუხისმგებლობის აღების უნარი/სურვილი;
-ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა;
-ასაკი: 22-დან 35 წლამდე.

დაინტერესებულ პირებს 2012 წლის 06 თებერვლის 17.00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: hr@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige