საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შ.პ.ს დიზაინ სითი  ბანკი რესპუბლიკა  შირნჰოფერი  ალგანი  შპს.   'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი 
შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს.   შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  პროფკურორტი  გუდვილი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  ქეა 
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  აიელსი  One World   კავკასიის უნივერსიტეტი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  საქართველოს უნივერსიტეტი ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  P/T/G  
ინგლისური ენის სახლი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  Oxford House  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ტურისტული კომპანია ,,მანდსი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი  
   ვაკანსია:

სესხის ოფიცერი - ზუგდიდი, წალენჯიხა

   კომპანია:

კრისტალი

   განთავსებულია:  9 თებ. 2012
   ბოლო ვადა:  21 თებ. 2012
   მდებარეობა:  სხვა
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  hr@crystal.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

საბანკო

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ორ ვაკანსიას სესხის ოფიცრის თანამდებობაზე, ზუგდიდისა და წალენჯიხის სერვის ცენტრებში.

"კრისტალი" წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. "კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 10,000-ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 16 ფილიალისა და სერვის ცენტრის მეშვეობით.

სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად, ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებითი პრემიალური ანაზღაურებით, კარგი სამუშაო პირობებით, სხვადასხვა სასწავლო გასვლითი ტრენინგებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კარიერული ზრდის პერსპექტივით და ა.შ.

ძირითადი მოვალეობები:
-10,000$-მდე მიკრო სესხების, მათ შორის აგრო და სამომხმარებლო სესხების გაცემა;
-აქტიური მარკეტინგული საქმიანობა, კლიენტთა მოძიება;
-საკრედიტო პორტფელის ხარისხიანი, ოპერატიული და ეფექტური მართვა;
-კლიენტთა სრული მომსახურება ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად;
-ბიზნეს აპლიკაციების შესწავლა/დამუშავება, დეტალური გამოკვლევა და ანალიზი;
-დაგვიანებულ და პრობლემურ სესხებთან განსაკუთრებული მუშაობა;
-დეტალური ანგარიშგება გაწეული საქმიანობის შესახებ;
-ზუგდიდში სერვის ცენტრში მომუშავე სესხის ოფიცერს დაევალება პორტფელის შექმნა ხობის რაიონში.

ძირითადი მოთხოვნები:
-უმაღლესი ეკონომიკური (ან ფინანსური) განათლება;
-მცირე ბიზნესისა და მიკროეკონომიკის ცოდნის სათანადო დონე;
-მიკროკრედიტების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
-დაგეგმარების (მათ შორის ფინანსური) კარგი უნარი;
-ადამიანებთან ურთიერთობების დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა;
-კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
-პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა, არაკონფლიქტურობა;
-მოსმენის უნარი, კოლეგიალობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
-სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი და დამატებითი პასუხისმგებლობის აღების უნარი/სურვილი;
-ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@crystal.ge 2012 წლის 21 თებერვლის 17.00 საათამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige