მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას სესხის ოფიცრის თანამდებობაზე თბილისის და დუშეთის სერვის ცენტრებში.
“კრისტალი” წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. “კრისტალი” ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 10,000-მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 16 ფილიალისა და სერვის-ცენტრის მეშვეობით.
სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებითი პრემიალური ანაზღაურებით; კარგი სამუშაო პირობებით; სხვადასხვა სასწავლო გასვლითი ტრენინგებით; ჯანმრთელობის დაზღვევით; კარიერული ზრდის პერსპექტივით და ა.შ.
ძირითადი მოვალეობები:
- $ 10,000-მდე მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო და სამომხმარებლო სესხების გაცემა
- აქტიური მარკეტინგული საქმიანობა, კლიენტთა მოძიება
- საკრედიტო პორტფელის ხარისხიანი, ოპერატიული და ეფექტური მართვა
- კლიენტთა სრული მომსახურება ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად
- ბიზნეს აპლიკაციების შესწავლა-დამუშავება, დეტალური გამოკვლევა და ანალიზი
- დაგვიანებულ და პრობლემურ სესხებთან განსაკუთრებული მუშაობა
- დეტალური ანგარიშგება გაწეული საქმიანიობის შესახებ
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ეკონომიკური (ან ფინანსური) განათლება
- მცირე ბიზნესისა და მიკროეკონომიკის ცოდნის სათანადო დონე
- მიკროდაკრედიტების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- დაგეგმარების (მათ შორის ფინანსური) კარგი უნარი
- ადამიანებთან ურთიერთობების დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა
- კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი
- პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა, არაკონფლიქტურობა
- მოსმენის უნარი, კოლეგიალობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი და დამატებითი პასუხისმგებლობის აღების უნარი/სურვილი
- ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (ჭორდ, Eხცელ) კარგად ფლობა
- ასაკი 22-დან 35 წლამდე
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) , ფოტოსურათი და სხვა დოკუმენტები (დიპლომები, სერთიფიკატები, რეკომენდაციები), რომლებიც ადასტურებს მათ კვალიფიკაციას აღნიშნულ სფეროში კრისტალის ელექტრონულ ფოსტაზე: 2011 წლის 14 ნოემბრის 17.00 საათამდე. (გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე
საკონტაქტო მისამართი:
თბილისი, წერეთლის გამზირი 117
ტელ: (+995 32)2353905