საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შპს.   პროფკურორტი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  DMG WEST LINES  გუდვილი  ალგანი 
შირნჰოფერი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს დიზაინ სითი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ქეა  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი 
ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ინგლისური ენის სახლი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  P/T/G  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  
One World   აიელსი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  საქართველოს უნივერსიტეტი  საგანმანათლებლო ცენტრი   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

სალარო მეურნეობის უფროსი

   კომპანია:

კრისტალი

   განთავსებულია:  23 სექ. 2011
   ბოლო ვადა:  4 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  info@crystal.ge
   ტელეფონი:  (+995 322)353905
   კატეგორია:

ფინანსები

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას სალარო მეურნეობის უფროსის თანამდებობაზე  თბილისის სერვის ცენტრში. სალარო მეურნეობის უფროსი უშუალოდ უხელმძღვანელებს ფილიალის სალარო მეურნეობის საქმიანობას და სამსახურებრივად დაქვემდებარებული იქნება ფილიალის მენეჯერზე.

“კრისტალი” წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. “კრისტალი” ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 8,000-მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 16 ფილიალისა და სერვის-ცენტრის მეშვეობით.

სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებითი პრემიალური ანაზღაურებით; კარგი სამუშაო პირობებით; სხვადასხვა სასწავლო გასვლითი ტრენინგებით; ჯანმრთელობის დაზღვევით; კარიერული ზრდის პერსპექტივით და ა.შ.

ძირითადი საპასუხისმგებლო მოვალეობები:

    - ფილიალის სალარო მეურნეობის მართვა ეროვნული ბანკის სტანდარტებისა და ორგანიზაციის შესაბამისი დებულების მოთხოვნების მიხედვით;
    - სალარო-მეურნეობის შტატის მუშაობის კოორდინაცია და კონტროლი;
    - სალაროს დოკუმენტაციის წარმოება;
    - ფულადი სახსრების ინკასაციის ორგანიზება;
    - სალარო მეურნეობაში არსებული ფულადი მატერიალური ფასეულობების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა;
    - ყოველთვიური ანგარიშების მომზადება ფინანსური განყოფილებისათვის;

ძირითადი მოთხოვნები:

    - უმაღლესი ეკონომიკური/ფინანსური განათლება
    - ფინანსებისა და მენეჯმენტის ცოდნის სათანადო დონე
    - ანალოგიურ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (სასურველია)
    - სანიმუშო პიროვნული თვისებები (პუნქტუალობა, არაკონფლიქტურობა, მაღალი პასუხისმგებლობა, პრინციპულობა, ანალიტიკური უნარი და ა.შ.
    - ძირითადი კომპიუტერული და სპეციალური პროგრამების კარგად ცოდნა;
    - ასაკი 21-დან 40 წლამდე

დაინტერესებულმა პირებმა 2011 წლის 4 ოქტომბრის 17:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ავტობიოგრაფია (CV), პირადობის მოწმობის ასლი, ფოტოსურათი და სხვა დოკუმენტები (დიპლომები, სერთიფიკატები, რეკომენდაციები), რომლებიც ადასტურებს მათ კვალიფიკაციას აღნიშნულ სფეროში. შესაძლებელია აღნიშნული ინფორმაციის მოწოდება ელექტრონული ფოსტითაც. (გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე

საკონტაქტო მისამართი:
თბილისი
წერეთლის # 117
ტელ: (+995 322)353905
ელ-ფოსტა: info@crystal.ge

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige