შპს "კრედო" არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 10 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემის გზით. "კრედო" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.
თანამდებობა: MIS ოპერატორი
სამუშაოს კოდი: CREDO-MIS-AMB
სამუშაო ადგილი: ამბროლაური
ჩვენ ვთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
MIS ოფიცრის ძირითად მოვალეობებში შედის სესხების გადახდის და სხვა ოპერაციების შესრულება და სისტემაში ინფორმაციის შეყვანის მუდმივი უზრუნველყოფა "კრედოს" ამბროლაურის ფილიალში.
MIS ოფიცრის ძირითადი პასუხისმგებლობა:
- MIS სისტემაში მუშაობა; სესხის საბოლოო გაცემისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის შეყვანა; მომხმარებლების პირადი მონაცემების და ანგარიშების შეყვანა სესხის პარამეტრების, სესხის დახურვის და რეფინანსირების პროცედურების ჩათვლით;
- სამუშაო დღის დახურვამდე დარწმუნდეს, რომ მის მიერ შეყვანილი სათანადო ინფორმაცია არის დადასტურებული, ხოლო არასათანადო ინფორმაცია კი წაშლილი;
- MIS სისტემის ან სხვა საშუალებების მეშვეობით მიაწოდოს მენეჯმენტს, სესხის ოფიცრებს და სხვა უფლებამოსილ პერსონალს მოთხოვნილი ინფორმაცია (გადასახდელი თანხების და გადაფარვების შესახებ);
- ბანკებთან და სხვა ფულად სახსრებთან მომუშავე დაწესებულებებთან თანამშრომლობა კლიენტების მიერ თანხების გადახდების გაკონტროლების თვალსაზრისით;
- საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (სესხის დახურვის/რეფინანსირების ვაუჩერის, გაცემის ვაუჩერის და სხვა).
აუცილებელი მოთხოვნები:
- ადმინისტრაციული უნარების ქონა;
- უმაღლესი განათლება სასურველია ბუღალტრული ან/და ეკონომიკური განხრით;
- ყურადღებიანი;
- წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის სურვილი და უნარი;
- კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა და ბეჭდვის საბაზისო ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 16 დეკემბერი.
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.