შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემის გზით. "კრედო" სწრაფად ზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.
თანამდებობა: ქოლცენტრის ოპერატორი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ჩვენ გთავაზობთ:
-პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
-სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
-ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
ქოლ ცენტრის ოპერატორი უზრუნველყოფს მაღალი დონის მომსახურებას შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს" მომხმარებლებისათვის. ასევე, დაეხმარება "კრედოს" კლიენტებს ლოიალურობის გაზრდაში.
მთავარი მოვალეობები:
-კლიენტებთან დარეკვა და გასაუბრება სტანდარტების მიხედვით;
-ინფორმაციის დარეგისტრირება მონაცემთა ბაზაში.
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
-ძლიერი პიროვნული თვისებები;
-კომუნიკაციის დახვეწილი უნარი;
-რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა;
-კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
-პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი გრძნობა;
-სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
-აქტიური და აკურატული;
-ქოლ ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პლუსად;
-სასიამოვნო ხმის ტემბრი.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე (იხ. ბმული: ). "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 16 თებერვალი.