შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემის გზით. "კრედო" სწრაფად ზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.
თანამდებობა: სესხის ოფიცრის პრაქტიკანტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ჩვენ გთავაზობთ:
-პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
-სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
-ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
"კრედოს" სესხის ოფიცერს ევალება კლიენტების მოზიდვა; სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება; საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა; საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემა; სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი; გადავადებული გადახდების დასრულება და ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ახალგაზრდა, ბოლო კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ეკონომიკური, ფინანსური და/ან სხვა შესაბამისი განათლებით, რომელთაც სურვილი აქვთ იმუშაონ პრაქტიკანტებად და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. წარმატებულ პრაქტიკანტებს ეძლევათ "კრედოში" დასაქმების შესაძლებლობა.
თანამდებობის მიზანი:
-პრაქტიკანტმა დახმარება უნდა გაუწიოს ფილიალის სესხის ოფიცერს ყოველდღიურ ოპერაციებში (კლიენტის მოზიდვა, სესხის ანალიზი, სესხის გაცემა, ვადაგადაცილებების მენეჯმენტი).
-პრაქტიკანტი მიიღებს სესხის ოფიცრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჭირო ცოდნას და გამოცდილებას.
აუცილებელი მოთხოვნებია:
-უნივერსიტეტის დიპლომი, სასურველია შესაბამის სფეროში;
-MS Office-ის ცოდნა;
-სასურველია მძღოლის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.
სამუშაო გრაფიკი: პრაქტიკის ხანგრძლივობაა 2 თვე და შეიძლება გაგრძელდეს 4 თვემდე, საჭიროებისა და პრაქტიკანტის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით. სამუშაო საათები შეიცავს სამუშაო დღეს სრული განაკვეთით.
ანაზღაურება: პრაქტიკანტი ყოველთვიურად მიიღებს 100 ლარს, საქმესთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების დასაფარავად.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფორმა: ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 20 თებერვალი.
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.