საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
თეგეტა მოტორსი  პროფკურორტი  შ.პ.ს დიზაინ სითი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  DMG WEST LINES  ალგანი  შ.პ.ს.  'პროსერვისი' 
შ.პ.ს.   შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შირნჰოფერი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შპს.  
One World   P/T/G  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  კავკასიის უნივერსიტეტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ბიდისი აკადემია  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  
Oxford House  აიელსი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   საქართველოს უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი 
   ვაკანსია:

სესხის ოფიცრის პრაქტიკანტი - თელავი

   კომპანია:

კრედო

   განთავსებულია:  20 დეკ. 2011
   ბოლო ვადა:  5 იან. 2012
   მდებარეობა:  თელავი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

საბანკო

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "კრედო" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემის გზით. "კრედო" სწრაფად ზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.

თანამდებობა: სესხის ოფიცრის პრაქტიკანტი
სამუშაო ადგილი: თელავი

ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.

"კრედოს" სესხის ოფიცერს ევალება კლიენტების მოზიდვა; სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება; საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა; საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემა; სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი; გადავადებული გადახდების დასრულება და ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ახალგაზრდა, ბოლო კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, ეკონომიკური, ფინანსური და/ან სხვა შესაბამისი განათლებით, რომელთაც სურვილი აქვთ იმუშაონ პრაქტიკანტებად და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. წარმატებულ პრაქტიკანტებს ეძლევათ "კრედოში" დასაქმების შესაძლებლობა.

თანამდებობის მიზანი:
- პრაქტიკანტმა დახმარება უნდა გაუწიოს ფილიალის სესხის ოფიცერს ყოველდღიურ ოპერაციებში (კლიენტის მოზიდვა, სესხის ანალიზი, სესხის გაცემა, ვადაგადაცილებების მენეჯმენტი).
- პრაქტიკანტი მიიღებს სესხის ოფიცრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჭირო ცოდნას და გამოცდილებას.

აუცილებელი მოთხოვნებია:
- უნივერსიტეტის დიპლომი, სასურველია შესაბამის სფეროში;
- MS Office-ის ცოდნა;
- სასურველია მძღოლის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

სამუშაო გრაფიკი:
- პრაქტიკის ხანგრძლივობაა 2 თვე და შეიძლება გაგრძელდეს 4 თვემდე, საჭიროებისა და პრაქტიკანტის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
- სამუშაო საათები შეიცავს სამუშაო დღეს სრული განაკვეთით.

ანაზღაურება: პრაქტიკანტი ყოველთვიურად მიიღებს 100 ლარს საქმესთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების დასაფარავად.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ფორმა: http://credo.ge/hr/application.php ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 5 იანვარი, 2012 წ.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige