საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
გუდვილი  ალგანი  ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შპს.   WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  პროფკურორტი 
შირნჰოფერი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  ქეა  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  თეგეტა მოტორსი 
მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  საქართველოს უნივერსიტეტი  ბიდისი აკადემია  კავკასიის უნივერსიტეტი  One World   ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი ტურისტული კომპანია ,,მანდსი  საგანმანათლებლო ცენტრი   ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  
ინგლისური ენის სახლი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  Oxford House  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   აიელსი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

სესხის ოფიცრის პრაქტიკანტი - გორი

   კომპანია:

კრედო

   განთავსებულია:  13 თებ. 2012
   ბოლო ვადა:  27 თებ. 2012
   მდებარეობა:  გორი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

საბანკო

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემის გზით. "კრედო" სწრაფად ზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.

თანამდებობა: სესხის ოფიცრის პრაქტიკანტი
სამუშაო ადგილი: გორი

ჩვენ გთავაზობთ:
-პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
-სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
-ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.

"კრედოს" სესხის ოფიცერს ევალება კლიენტების მოზიდვა; სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება; საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა; საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემა; სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი; გადავადებული გადახდების დასრულება და ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ახალგაზრდა, ბოლო კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ეკონომიკური, ფინანსური და/ან სხვა შესაბამისი განათლებით, რომელთაც სურვილი აქვთ იმუშაონ პრაქტიკანტებად და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. წარმატებულ პრაქტიკანტებს ეძლევათ "კრედოში" დასაქმების შესაძლებლობა.

თანამდებობის მიზანი:
-პრაქტიკანტმა დახმარება უნდა გაუწიოს ფილიალის სესხის ოფიცერს ყოველდღიურ ოპერაციებში (კლიენტის მოზიდვა, სესხის ანალიზი, სესხის გაცემა, ვადაგადაცილებების მენეჯმენტი).
-პრაქტიკანტი მიიღებს სესხის ოფიცრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჭირო ცოდნას და გამოცდილებას.

აუცილებელი მოთხოვნებია:
-უნივერსიტეტის დიპლომი, სასურველია შესაბამის სფეროში;
-MS Office-ის ცოდნა;
-სასურველია მძღოლის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

სამუშაო გრაფიკი: პრაქტიკის ხანგრძლივობაა 2 თვე და შეიძლება გაგრძელდეს 4 თვემდე, საჭიროებისა და პრაქტიკანტის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით. სამუშაო საათები შეიცავს სამუშაო დღეს სრული განაკვეთით.

ანაზღაურება: პრაქტიკანტი ყოველთვიურად მიიღებს 100 ლარს, საქმესთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების დასაფარავად.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფორმა: http://credo.ge/hr/application.php ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 27 თებერვალი.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige