საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  თეგეტა მოტორსი  შირნჰოფერი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს დიზაინ სითი  ქეა  შ.პ.ს.  
'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შპს.   პროფკურორტი  ალგანი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  DMG WEST LINES 
P/T/G  ინგლისური ენის სახლი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  One World   ტურისტული კომპანია ,,მანდსი  აიელსი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  კავკასიის უნივერსიტეტი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  Oxford House  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი  
   ვაკანსია:

სესხის ოფიცრის პრაქტიკანტი ახალციხეში

   კომპანია:

კრედო

   განთავსებულია:  14 ივნ. 2011
   ბოლო ვადა:  27 ივნ. 2011
   მდებარეობა:  ახალციხე
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სტაჟირება

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო” აცხადებს ვაკანსიას სესხის ოფიცრის პრაქტიკანტის პოზიციაზე ახალციხეში.
სამუშაოს კოდი:  LLC-MFO-CREDO-LOI-AKH

შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო” არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 10 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ ვთავაზობთ:

- პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.

კრედოს სესხის ოფიცრს ევალება კლიენტების მოზიდვა; სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება; საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა; საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემა; სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი; გადავადებული გადახდების დასრულება და ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ახალგაზრდა, ბოლო კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ეკონომიური, ფინანსური და/ან სხვა შესაბამისი განათლებით, რომელთაც სურვილი აქვთ იმუშაონ პრაქტიკანტებად და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. წარმატებულ პრაქტიკანტებს ეძლევათ კრედოში დასაქმების შესაძლებლობა.

თანამდებობის მიზანი:

- პრაქტიკანტმა დახმარება უნდა გაუწიოს ფილიალის სესხის ოფიცერს ყოველდღიურ ოპერაციებში (კლიენტის მოზიდვა, სესხის ანალიზი, სესხის გაცემა, ვადაგადაცილებების მენეჯმენტი).
- პრაქტიკანტი მიიღებს სესხის ოფიცრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჭირო ცოდნას და გამოცდილებას.

აუცილებელი მოთხოვნებია:

- უნივერსიტეტის დიპლომი, სასურველია შესაბამის სფეროში;
- MS Office-ის ცოდნა;
- სასურველია მძღოლის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი

სამუშაო გრაფიკი:

- პრაქტიკის ხანგრძლივობაა 2 თვე და შეიძლება გაგრძელდეს 4 თვემდე, საჭიროებისა და პრაქტიკანტის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
- სამუშაო საათები შეიცავს სამუშაო დღეს სრული განაკვეთით.

ანაზღაურება:

პრაქტიკანტი ყოველთვიურად მიიღებს 100 ლარს საქმესთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების დასაფარავად.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. “ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი”-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 27 ივნისი.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige