საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  ქეა  შ.პ.ს დიზაინ სითი  შპს.   თეგეტა მოტორსი 
DMG WEST LINES  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს.   'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  ალგანი  შირნჰოფერი 
ბიდისი აკადემია  ინგლისური ენის სახლი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  აიელსი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  საგანმანათლებლო ცენტრი   კავკასიის აკადემიური ცენტრი ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  
Oxford House  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  საქართველოს უნივერსიტეტი  კავკასიის უნივერსიტეტი  P/T/G 
   ვაკანსია:

სესხის ოფიცრის პრაქტიკანტი, ქობულეთი

   კომპანია:

კრედო

   განთავსებულია:  22 ნოე. 2011
   ბოლო ვადა:  5 დეკ. 2011
   მდებარეობა:  სხვა
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ფინანსები

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "კრედო" არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 10 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემის გზით. "კრედო" სწრაფად ზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.

თანამდებობა: სესხის ოფიცრის პრაქტიკანტი
სამუშაოს კოდი: LLC-MFO-CREDO-LOI-KOB
სამუშაო ადგილი: ქობულეთი

ჩვენ გთავაზობთ:

- პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.

"კრედოს" სესხის ოფიცერს ევალება კლიენტების მოზიდვა; სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება; საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა; საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემა; სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი; გადავადებული გადახდების დასრულება და ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ახალგაზრდა, ბოლო კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, ეკონომიკური, ფინანსური და/ან სხვა შესაბამისი განათლებით, რომელთაც სურვილი აქვთ იმუშაონ პრაქტიკანტებად და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. წარმატებულ პრაქტიკანტებს ეძლევათ "კრედოში" დასაქმების შესაძლებლობა.

თანამდებობის მიზანი:

- პრაქტიკანტმა დახმარება უნდა გაუწიოს ფილიალის სესხის ოფიცერს ყოველდღიურ ოპერაციებში (კლიენტის მოზიდვა, სესხის ანალიზი, სესხის გაცემა, ვადაგადაცილებების მენეჯმენტი).
- პრაქტიკანტი მიიღებს სესხის ოფიცრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჭირო ცოდნას და გამოცდილებას.

აუცილებელი მოთხოვნებია:

- უნივერსიტეტის დიპლომი, სასურველია შესაბამის სფეროში;
- MS Office-ის ცოდნა;
- სასურველია მძღოლის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

სამუშაო გრაფიკი:

- პრაქტიკის ხანგრძლივობაა 2 თვე და შეიძლება გაგრძელდეს 4 თვემდე, საჭიროებისა და პრაქტიკანტის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
- სამუშაო საათები შეიცავს სამუშაო დღეს სრული განაკვეთით.

ანაზღაურება: პრაქტიკანტი ყოველთვიურად მიიღებს 100 ლარს საქმესთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების დასაფარავად.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ფორმა: http://credo.ge/hr/application.php ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 5 დეკემბერი.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige