საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
ბანკი რესპუბლიკა  შირნჰოფერი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  თეგეტა მოტორსი  DMG WEST LINES  შპს.   პროფკურორტი 
შ.პ.ს.   შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  გუდვილი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა 
ინგლისური ენის სახლი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ტურისტული კომპანია ,,მანდსი  P/T/G  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  One World   საგანმანათლებლო ცენტრი   საქართველოს უნივერსიტეტი  
ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  აიელსი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  Oxford House  კავკასიის უნივერსიტეტი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი 
   ვაკანსია:

სესხის ოფიცრის პრაქტიკანტი, რუსთავი

   კომპანია:

კრედო

   განთავსებულია:  24 ნოე. 2011
   ბოლო ვადა:  6 დეკ. 2011
   მდებარეობა:  რუსთავი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო” აცხადებს ვაკანსიას სესხის ოფიცრის პრაქტიკანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი:  რუსთავი

შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო” არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 10 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ ვთავაზობთ:

- პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.

კრედოს სესხის ოფიცერს ევალება:

- კლიენტების მოზიდვა;
- სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება;
- საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა;
- საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემა;
- სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
- გადავადებული გადახდების დასრულება და ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ახალგაზრდა, ბოლო კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ეკონომიური, ფინანსური და/ან სხვა შესაბამისი განათლებით, რომელთაც სურვილი აქვთ იმუშაონ პრაქტიკანტებად და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. წარმატებულ პრაქტიკანტებს ეძლევათ კრედოში დასაქმების შესაძლებლობა.

თანამდებობის მიზანი:

- პრაქტიკანტმა დახმარება უნდა გაუწიოს ფილიალის სესხის ოფიცერს ყოველდღიურ ოპერაციებში (კლიენტის მოზიდვა, სესხის ანალიზი, სესხის გაცემა, ვადაგადაცილებების მენეჯმენტი).
- პრაქტიკანტი მიიღებს სესხის ოფიცრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჭირო ცოდნას და გამოცდილებას.

აუცილებელი მოთხოვნებია:

- უნივერსიტეტის დიპლომი, სასურველია შესაბამის სფეროში;
- MS Office-ის ცოდნა;
- სასურველია მძღოლის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.
- რუსული ენის ცონდა მიიჩნევა პრიორიტეტად.

სამუშაო გრაფიკი:

- პრაქტიკის ხანგრძლივობაა 2 თვე და შეიძლება გაგრძელდეს 4 თვემდე, საჭიროებისა და პრაქტიკანტის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
- სამუშაო საათები შეიცავს სამუშაო დღეს სრული განაკვეთით.

ანაზღაურება:

 პრაქტიკანტი ყოველთვიურად მიიღებს 100 ლარს საქმესთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების დასაფარავად.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. “ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი”-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 6 დეკემბერი.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige