საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შ.პ.ს დიზაინ სითი  ბანკი რესპუბლიკა  თეგეტა მოტორსი  DMG WEST LINES  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  პროფკურორტი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა 
შ.პ.ს.   შ.პ.ს.  'პროსერვისი'  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  გუდვილი  ალგანი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შპს.  
მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  საქართველოს უნივერსიტეტი  P/T/G  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  კავკასიის უნივერსიტეტი კავკასიის აკადემიური ცენტრი  ბიდისი აკადემია  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ინგლისური ენის სახლი  
საგანმანათლებლო ცენტრი   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  One World   ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  აიელსი  Oxford House  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

სესხის ოფიცრის პრაქტიკანტი, ბორჯომი

   კომპანია:

კრედო

   განთავსებულია:  15 ნოე. 2011
   ბოლო ვადა:  26 ნოე. 2011
   მდებარეობა:  ბორჯომი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სტაჟირება

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

დამსაქმებელი: შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო
თანამდებობა: სესხის ოფიცრის პრაქტიკანტი
სამუშაოს კოდი:  LLC-MFO-CREDO-LOI
სამუშაო ადგილი:  ბორჯომი

შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო” არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 10 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ ვთავაზობთ:

- პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.

კრედოს სესხის ოფიცრს ევალება კლიენტების მოზიდვა; სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება; საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა; საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემა; სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი; გადავადებული გადახდების დასრულება და ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ახალგაზრდა, ბოლო კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ეკონომიური, ფინანსური და/ან სხვა შესაბამისი განათლებით, რომელთაც სურვილი აქვთ იმუშაონ პრაქტიკანტებად და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. წარმატებულ პრაქტიკანტებს ეძლევათ კრედოში დასაქმების შესაძლებლობა.

თანამდებობის მიზანი:

- პრაქტიკანტმა დახმარება უნდა გაუწიოს ფილიალის სესხის ოფიცერს ყოველდღიურ ოპერაციებში (კლიენტის მოზიდვა, სესხის ანალიზი, სესხის გაცემა, ვადაგადაცილებების მენეჯმენტი).
- პრაქტიკანტი მიიღებს სესხის ოფიცრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჭირო ცოდნას და გამოცდილებას.


აუცილებელი მოთხოვნებია:

- უნივერსიტეტის დიპლომი, სასურველია შესაბამის სფეროში;
- MS Office-ის ცოდნა;
- სასურველია მძღოლის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი

სამუშაო გრაფიკი:

- პრაქტიკის ხანგრძლივობაა 2 თვე და შეიძლება გაგრძელდეს 4 თვემდე, საჭიროებისა და პრაქტიკანტის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
- სამუშაო საათები შეიცავს სამუშაო დღეს სრული განაკვეთით.

ანაზღაურება:
პრაქტიკანტი ყოველთვიურად მიიღებს 100 ლარს საქმესთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების დასაფარავად.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. “ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი”-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია
 
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 26 ნოემბერი.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige