შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო” აცხადებს ვაკანსიას სესხების ოფიცრის პოზიციაზე ახალციხეში
სამუშაოს კოდი: VF-CREDO-LO-AKH
შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო” არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 10 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზნებია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესების განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემით. კრედო სწრაფად მზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.
ჩვენ ვთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
ძირითადი მოვალეობები:
- კრედოს სესხის ოფიცერს ევალება კლიენტების მოზიდვა;
- სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება;
- საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა;
- საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემა;
- სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
- გადავადებული გადახდების დასრულება და ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.
ძირითადი მოთხოვნები:
- სავალდებულოა რეგიონში მსგავს სფეროში გამოცდილება;
- ქართული და რუსული ენების ზეპირი და წერითი უარი;
- კომუნიკაბელური; ხალხზე ორიენტირებული პიროვნება;
- მოტივირებული და წარმატებისაგენ მისწრაფების მქონე პიროვნება;
- MS Office-ის ცოდნა;
- სავალდებულოა მართვის მოწმობა; სასურველია საკუთარი ავტომობილის ყოლა;
- ბიზნესის საფუძვლების ძირითადი გაგება;
- უნივერსიტეტის დიპლომი, სასურველია შესაბამის სფეროში;
- საჭიროების შემთხვევაში მოქნილი გრაფიკით მუშაობა და ადგილობრივი მაშტაბით მოგზაურობა
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ქართულ ან ინგლისურ ენაზე. “ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი”-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 27 ივნისი.
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.