შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო” აცხადებს ვაკანსიას სერვისის ადმინისტრატორის პოზიციაზე ახალციხეში
სამუშაოს კოდი: LLC-MFO-CREDO-SA-AKH
შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო” არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 10 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.
ჩვენ ვთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს
- ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას
- სტაბილურობას
მთავარი მოვალეობები:
- მისალმება კლიენტის ფილიალში შესვლისთანავე
- დახმარების გაწევის შეთავაზება პასუხისმგებლობის ფარგლებში
- დაკვალიანება და ყურადღების მიქცევა ყველა არსებული თუ პოტენციური კლიენტებისათვის
- სესხის გაცემის დროს წესრიგის დამყარება მიმღებში მომხმარებლების სწორი განაწილებითა და სესხის ოფიცრების მიერ დროული მომსახურების გაწევით
- შემოსული და გასული მომხმარებლების ინფორმირება შემდგომი ნაბიჯების შესახებ მათი მოთხოვნების შესაბამისად
- მომხმარებელთა რიგითობის დაცვა ფილიალის მიმღებში
დამატებითი მოვალეობები:
- კლიენტების, პოტენციური კლიენტების, მათი ოჯახის წევრებისა და გარანტორების შემოწმება სხვადასხვა ბაზებში
- კლიენტების სააპლიკაციო ფორმების შეყვანა კრედოს მონაცემთა ბაზაში (კრედოს პროცედურებისამებრ)
- სწრაფი გადახდის აპარატებთან დაკავშირებით დახმარების გაწევა
- ფილიალის ადმინისტრატორის შეცვლა საჭიროების შემთხვევაში
- დაქირავებული პირი ვალდებულია აუნაზღაუროს დამქირავებელს მის მიერ მიყენებული ზარალი, რაც გამოწვეულია დაქირავებულის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ან შინაგანაწესის/საკრედიტო პოლიტიკის დარღვევით, რაც გულისხმობს შინაგანაწესის/საკრედიტო პოლიტიკის შეუსრულებლობით სესხების გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის დარღვევით შედგენას
- შეასრულოს ყოველდღიური სამუშაო კრედოს მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების შესაბამისად
- იხელმძღვანელოს კრედოს ჩაცმულობის სტანდარტების შესაბამისად.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
- ძლიერი ადმინისტრაციული უნარ-ჩვევები
- ხალხზე ორიენტირებული პიროვნება
- კომუნიკაციის კარგი უნარი
- პასუხისმგებლობისა და კორეკტულობის მაღალი დონე
- გუდში ნაყოფიერი მუშაობის უნარი და სურვილი
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- აქტიური და ყურადღებიანი.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ქართულ ან ინგლისურ ენაზე. “ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი”-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 2 აგვისტო
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.