შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემის გზით. "კრედო" სწრაფად ზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას. ჩვენ გთავაზობთ პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას.
თანამდებობა: გაყიდვების ოფიცერი
სამუშაო ადგილი: ზესტაფონი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო"-ს გაყიდვების ოფიცერი ვალდებულია შეხვდეს "კრედოს" მომწოდებელი მაღაზიების კლიენტებს საქონლის შეძენისთვის; რეკომენდაცია გაუწიოს საყოფაცხოვრებო ნივთების მდგომარეობას და მის დადებით მხარეებს, დაეხმაროს ინვოისის შევსებაში; "კრედოს" ადმინისტრაციას მიაწოდოს დარეგისტრირებული ინვოისები, დაეხმაროს ფილიალის მენეჯერს სხვა დავალებების შესრულებაში.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ახალგაზრდა კურსდამთავრებულ ან ბოლო კურსის სტუდენტებს, ეკონომიკური, ფინანსური ან შესაბამისი სპეციალობით, რომელთაც აქვთ სურვილი იმუშაონ სტაჟიორებად, რათა თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში.
აუცილებელი მოთხოვნებია:
-უნივერსიტეტის დიპლომი, სასურველია შესაბამის სფეროში;
-MS Office-ის ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე: და "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2012 წლის 24 თებერვალი.
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.