შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე ბოლნისში და მარნეულში
სამუშაოს კოდი: LLC-MFO-CREDO-SO
შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო” არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 10 რეგიონში. მიკრო საფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზნებია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესების განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გზით.
ჩვენ ვთავაზობთ პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას.
შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო”-ს გაყიდვების ოფიცერი ვალდებულია შეხვდეს კრედოს მომწოდებელი მაღაზიების კლიენტებს საქონლის შეძენისათვის; რეკომენდაცია გაუწიოს საყოფაცხოვრებო ნივთების მდგომარეობას და მის დადებით მხარეებს, დაეხმაროს ინვოისის შევსებაში; კრედოს ადმინისტრაციას მიაწოდოს დარეგისტრირებული ინვოისები, დაეხმაროს ფილიალის მენეჯერს სხვა დავალებების შესრულებაში.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ახალგაზრდა კურსდამთავრებულ ან ბოლო კურსის სტუდენტებს, ეკონომიკური, ფინანსური ან შესაბამისი სპეციალობით, რომელთაც აქვთ სურვილი იმუშაონ სტაჟიორებად, რათა თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში.
აუცილებელი მოთხოვნებია:
- უნივერსიტეტის დიპლომი, სასურველია შესაბამის სფეროში;
- MS Office-ის ცოდნა;
სამუშაო გრაფიკი:
- სამუშაო საათები შეიცავს სამუშაო დღეს, სრული განაკვეთით.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ქართულ ან ინგლისურ ენაზე. “ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი”-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 1 აგვისტო.
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.