მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "კრედო" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზნებია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესების განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გზით.
თანამდებობა: გაყიდვების ოფიცერი
სამუშაო ადგილი: ოზურგეთი
ჩვენ გთავაზობთ პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "კრედო"-ს გაყიდვების ოფიცერი ვალდებულია შეხვდეს "კრედოს" მომწოდებელი მაღაზიების კლიენტებს საქონლის შეძენისათვის; რეკომენდაცია გაუწიოს საყოფაცხოვრებო ნივთების მდგომარეობას და მის დადებით მხარეებს; დაეხმაროს ინვოისის შევსებაში; "კრედოს" ადმინისტრაციას მიაწოდოს დარეგისტრირებული ინვოისები; დაეხმაროს ფილიალის მენეჯერს სხვა დავალებების შესრულებაში.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ახალგაზრდა კურსდამთავრებულ ან ბოლო კურსის სტუდენტებს, ეკონომიკური, ფინანსური ან შესაბამისი სპეციალობით, რომელთაც აქვთ სურვილი იმუშაონ სტაჟიორებად, რათა თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში.
აუცილებელი მოთხოვნებია:
- უნივერსიტეტის დიპლომი, სასურველია შესაბამის სფეროში;
- MS Office-ის ცოდნა.
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო საათები შეიცავს სამუშაო დღეს, სრული განაკვეთით.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ფორმა (იხ. ბმული: ) ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 10 იანვარი.
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.