მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "კრედო" არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 10 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზნებია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესების განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემით. "კრედო" სწრაფად ზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.
თანამდებობა: ბუღალტერი
სამუშაოს კოდი: CREDO-ACC - AMB
სამუშაო ადგილი: ამბროლაური
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
- სტაბილურობას.
ძირითადი პასუხისმგებლობა:
- შიდა საბაზისო სისტემაში მუშაობა და მასში სესხის საბოლოო გაცემისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის შეყვანა;
- კლიენტებისა და ორგანიზაციის პერსონალისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება შიდა საბაზისო სისტემიდან;
- საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (სესხის დახურვის/რეფინანსირების ვაუჩერის, გაცემის ვაუჩერის და სხვა);
- ფილიალების ხარჯების, წინასწარგადახდების, ვალდებულებების/მოთხოვნების, ავანსების მონიტორინგი და კონტროლი;
- ფილიალის სახელფასო უწყისის მომზადება და ხელფასების გადარიცხვა;
- სალაროს წიგნის და ბანკის წიგნის აღრიცხვა და მონიტორინგი;
- ფიქსირებული აქტივების ინვენტარიზაცია და კონტროლი;
- რეპორტების მომზადება ყოველი თვის ბოლოს.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, აუცილებელია ფინანსური ან/და ეკონომიკური განხრით;
- ადმინისტრაციული და ორგანიზატორული უნარი;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდურ გარემოში რაციონალური მუშაობის სურვილი და უნარი;
- უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსური ან/და ეკონომიკური განხრით;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და კორექტულობა;
- კომპიუტერის ცოდნა, განსაკუთრებით MS Excel-ის კარგი ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა (იხ. ბმული: ) ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 16 დეკემბერი.
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.