მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "კრედო" არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 10 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზნებია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესების განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემით. კრედო სწრაფად ზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.
თანამდებობა: აუდიტორი - სათაო ოფისში
სამუშაოს კოდი: CREDO - AUDIT-TB
სამუშაო ადგილი: თბილისი
"კრედო" აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე სათაო ოფისში.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
- სტაბილურობას.
ძირითადი პასუხისმგებლობა:
- ფინანსური აუდიტის, ოპერაციების აუდიტისა და შესაბამისობის აუდიტის ჩატარება დამტკიცებული აუდიტის პროგრქამების შესაბამისად;
- აუდიტის შედეგების განხილვა შესაბამისი განაყოფის პასუხისმგებელ ოფიცრებთან;
- აუდიტირებული დანაყოფისათვის რეკომენდაციების გაწევა;
- აუდიტორული დასკვნის მომზადება;
- განყოფილების უფროსის მიერ დაწესებული სხვა ამოცანების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- აკადემიური ხარისხი ფინანსურ/ ეკონომიკურ სფეროში;
- საბუღალტრო სტანდარტების კარგი ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- საგადასახადო კოდექსის საბაზისო ცოდნა;
- საბუღალტრო, საფინანსო ან აუდიტის სფეროებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მოტივირებული, ინოვაციებზე ორიენტირებული;
- კომპიუტერის, განსაკუთრებით MS Excell-ის კარგი ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა განიხილება როგორც პრიორიტეტი;- გუნდური მუშაობის სურვილი და უნარი/ სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ადგილობრივად და საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე (იხ. ბმული: http://credo.ge/hr/application.php). \"ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი\"-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 14 ნოემბერი.
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.