საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
გუდვილი  შირნჰოფერი  შ.პ.ს.   'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  თეგეტა მოტორსი 
შპს.   DMG WEST LINES  პროფკურორტი  ბანკი რესპუბლიკა  ქეა  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს.  'პროსერვისი' 
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ტურისტული კომპანია ,,მანდსი  კავკასიის უნივერსიტეტი  ბიდისი აკადემია  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE კავკასიის აკადემიური ცენტრი  Oxford House  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   
ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  One World   აიელსი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  P/T/G 
   ვაკანსია:

სესხის ოფიცრის პრაქტიკანტი - ბათუმი

   კომპანია:

კრედო

   განთავსებულია:  28 ნოე. 2011
   ბოლო ვადა:  12 დეკ. 2011
   მდებარეობა:  ბათუმი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

საბანკო

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "კრედო" არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 10 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემის გზით. "კრედო" სწრაფად ზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.

თანამდებობა: სესხის ოფიცრის პრაქტიკანტი


ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.

"კრედოს" სესხის ოფიცერს ევალება კლიენტების მოზიდვა; სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება; საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა; საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემა; სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი; გადავადებული გადახდების დასრულება და ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ახალგაზრდა, ბოლო კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, ეკონომიკური, ფინანსური და/ან სხვა შესაბამისი განათლებით, რომელთაც სურვილი აქვთ იმუშაონ პრაქტიკანტებად და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. წარმატებულ პრაქტიკანტებს ეძლევათ "კრედოში" დასაქმების შესაძლებლობა.

თანამდებობის მიზანი:
-პრაქტიკანტმა დახმარება უნდა გაუწიოს ფილიალის სესხის ოფიცერს ყოველდღიურ ოპერაციებში (კლიენტის მოზიდვა, სესხის ანალიზი, სესხის გაცემა, ვადაგადაცილებების მენეჯმენტი).
- პრაქტიკანტი მიიღებს სესხის ოფიცრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჭირო ცოდნას და გამოცდილებას.

აუცილებელი მოთხოვნებია:
- უნივერსიტეტის დიპლომი, სასურველია შესაბამის სფეროში;
- MS Office-ის ცოდნა;
- სასურველია მძღოლის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

სამუშაო გრაფიკი:
-პრაქტიკის ხანგრძლივობაა 2 თვე და შეიძლება გაგრძელდეს 4 თვემდე, საჭიროებისა და პრაქტიკანტის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
- სამუშაო საათები შეიცავს სამუშაო დღეს სრული განაკვეთით.

ანაზღაურება: პრაქტიკანტი ყოველთვიურად მიიღებს 100 ლარს საქმესთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების დასაფარავად.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ფორმა: http://credo.ge/hr/application.php ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 12 დეკემბერი.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige