საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
თეგეტა მოტორსი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შირნჰოფერი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი 
DMG WEST LINES  შპს.   ქეა  შ.პ.ს.   ალგანი  გუდვილი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი 
One World   ბიდისი აკადემია  კავკასიის აკადემიური ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   აიელსი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  
საქართველოს უნივერსიტეტი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  P/T/G  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  საგანმანათლებლო ცენტრი   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  Oxford House  ტურისტული კომპანია ,,მანდსი 
   ვაკანსია:

სესხის ოფიცრის პრაქტიკანტი - ახალქალაქი

   კომპანია:

კრედო

   განთავსებულია:  5 დეკ. 2011
   ბოლო ვადა:  19 დეკ. 2011
   მდებარეობა:  ახალქალაქი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

საბანკო

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "კრედო" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 10 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემის გზით. "კრედო" სწრაფად ზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

- პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
-სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.

"კრედოს" სესხის ოფიცერს ევალება კლიენტების მოზიდვა; სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება; საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა; საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემა; სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი; გადავადებული გადახდების დასრულება და ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ახალგაზრდა, ბოლო კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, ეკონომიკური, ფინანსური და/ან სხვა შესაბამისი განათლებით, რომელთაც სურვილი აქვთ იმუშაონ პრაქტიკანტებად და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. წარმატებულ პრაქტიკანტებს ეძლევათ "კრედოში" დასაქმების შესაძლებლობა.

თანამდებობის მიზანი:

- პრაქტიკანტმა დახმარება უნდა გაუწიოს ფილიალის სესხის ოფიცერს ყოველდღიურ ოპერაციებში (კლიენტის მოზიდვა, სესხის ანალიზი, სესხის გაცემა, ვადაგადაცილებების მენეჯმენტი).
- პრაქტიკანტი მიიღებს სესხის ოფიცრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჭირო ცოდნას და გამოცდილებას.

აუცილებელი მოთხოვნებია:

- უნივერსიტეტის დიპლომი, სასურველია შესაბამის სფეროში;
- MS Office-ის ცოდნა;
- სასურველია მძღოლის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

სამუშაო გრაფიკი:

- პრაქტიკის ხანგრძლივობაა 2 თვე და შეიძლება გაგრძელდეს 4 თვემდე, საჭიროებისა და პრაქტიკანტის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
- სამუშაო საათები შეიცავს სამუშაო დღეს სრული განაკვეთით.

ანაზღაურება: პრაქტიკანტი ყოველთვიურად მიიღებს 100 ლარს საქმესთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების დასაფარავად.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ფორმა: http://credo.ge/hr/application.php ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 19 დეკემბერი.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige