შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო" (კრედო) წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზნებია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესების განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემით. "კრედო" სწრაფად ზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.
"კრედო" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის ოფიცრის პოზიციაზე სათაო ოფისში.
ჩვენ ვთავაზობთ:
-პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
-სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
-ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
-სტაბილურობას.
ძირითადი პასუხისმგებლობა:
-მარკეტინგის საკომუნიკაციო საშუალებების შეძენა
-მარკეტინგის საკომუნიკაციო მასალების დამზადება (არა ბეჭდური)
-მარკეტინგის საკომუნიკაციო მასალების ხარჯთაღრიცხვა
-დაზუსტება და კონტროლი იმისა, რომ "კრედოს" ყველა ფილიალი აღჭურვილია ყველა საჭირო საკომუნიკაციო მასალით
-ფილიალის საკომუნიკაციო მასალების მონიტორინგი
-საკომუნიკაციო მონიტორინგის მენეჯმენტი.
აუცილებელი მოთხოვნები:
-მარკეტინგული განათლება აუცილებელია
-წერის და საუბრის დახვეწილი უნარი ქართულად, ინგლისურად და რუსულად
-ძლიერი პიროვნული თვისებები, ხალხზე ორიენტირებული პიროვნება
-ძლიერი პიროვნული მოტივაცია და წარმატების სურვილი
-საჭიროების შემთხვევაში, მოქნილი გრაფიკით მუშაობა და ადგილობრივი მასშტაბით მოგზაურობა
-აკურატულობა და დეტალებისადმი ყურადღებიანობა
-დროის მართვის უნარი
-ინგლისურის ცოდნა უპირატესობაა.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: http://credo.ge/hr/application.php ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 10 იანვარი.
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.