ფარმაცევტული სადისტრიბუციო კომპანია "კონტა ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენელის პოზიციაზე (1 ვაკანსია) სამეგრელოს რეგიონში.
მოთხოვნები:
- მსურველები უნდა იყვნენ ფარმაცევტული და უმაღლესი სამედიცინო განათლებით (გთხოვთ, წარმოადგინოთ შესაბამისი დიპლომი).
- სასურველია ამ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლის სტაჟი
- პრეზენტაციების წარმოდგენის უნარ-ჩვევები;
- აუცილებელია OTC და Detailer-ის სპეციფიკის ცოდნა
- აუცილებელია ქართული და რუსული ენების ცოდნა
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel, PowerPoint
გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ ახალგაზრდა, ენერგიული, ენთუზიაზმით სავსე, კომუნიკაბელური, გუნდური თამაშის წესების მიმდევარი ქალბატონები და ბატონები 35 წლამდე.
საქმიანობა მოიცავს:
- ყოველდღიურ ვიზიტებს სამეგრელოს რეგიონის სხვადასხვა საავადმყოფოს მედპერსონალთან და ჩვენი პროდუქციის წარდგენა/პრომოუშენს.
- საქმიანობის ყოველდღიურ აღრიცხვას და ანგარიშის ყოველკვირეულ წარდგენას უშუალო მენეჯერთან
- გაყიდვების შეფასება/აღრიცხვას როგორც მედპერსონალთან (Detailer-ის შემთხვევაში), ასევე, სააფთიაქო ქსელში, სადაც ჩვენი პროდუქციაა წარმოდგენილი (OTC-ის შემთხვევაში).
სამუშაოსთვის მზადყოფნა: სასურველია სექტემბრის დასაწყისისათვის.
ხელფასი: შეთანხმებით.
პოზიცია მოიცავს წინსვლის პერსპექტივას.
კანდიდატები, რომლებიც ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ, არ განიხილებიან.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით, შემდეგ ელ-მისამართზე: ninonanuashvili@gmail.com
დაუკავშიდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.