ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აცხადებს კონკურსს ფონდების მოძიების სპეციალისტის (Fundraiser) და იურიდიული მრჩევლის ვაკანტურ თანამდებობებზე.
- ფონდების მოძიების სპეციალისტი (სამუშაო განაკვეთი: ნახევარი):
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საერთაშორისო ან არასამათვარობო ორგანიზაციებში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება);
- საპროექტო წინადადებების მომზადების და პროექტების განხორციელების გამოცდილება;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნაც);
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
ფონდების მოძიების სპეციალისტის სამუშაოს აღწერილობა:
- ფანდრაიზინგის სტრატეგიის შემუშავება;
- ფონდების მოძიება;
- კონცეფციების და საპროექტო წინადადებების მომზადება;
- პოტენციურ დონორებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია;
- ორგანიზაციის მდგრადობის უზრუნველსაყოფად ალტერნატიული რესურსების მოძიება;
- შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
პიროვნული თვისებები:
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი.
- იურიდიული მრჩეველი:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის ცოდნა;
- აკადემიური წერის უნარ-ჩვევები;
- სამართლებრივ საკითხებზე კვლევების მომზადების უნარ-ჩვევები:
- არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- პრეზენტაციების და მოხსენებების მომზადების გამოცდილება;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა (სასურველია ფრანგული ენის ცოდნაც);
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
სამუშაოს აღწერილობა:
- საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის კვლევა და ანალიზი;
- ორგანიზაციის პრიორიტეტების განსაზღვრა საქმეთა შერჩევის მიზნით და სტრატეგიის შემუშავება;
- ორგანიზაციაში მომუშავე ადვოკატთა დახმარება ევროსასამართლოს საქმეებზე სამართლებრივი არგუმენტაციის მომზადებაში;
- ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა (პრესკონფერენციები, სამუშაო შეხვედრები, ტრენინგი, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელთან შეხვედრები და სხვა);
- შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორისთვის.
პიროვნული თვისებები:
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი 2011 წლის 20 ივნისის 18:00 საათამდე, (P.S გთხოვთ, მიუთითეთ რომელ ვაკანტურ ადგილზე აგზავნით თქვენს მონაცემებს). შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, შევჩენკოს ქ.12, V სართული ან გამოაგზავნონ ელ.ფოსტით მითითებულ მისამართზე: (გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება).