ორგანიზაცია 'კონსტიტუციის 42-ე მუხლი' აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის სტაჟიორის პოზიციაზე
სტაჟირების ვადაა – 6 თვე
კონსტიტუციის 42-ე მუხლი” არის არასამთავრობო, აპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1997 წლის 12 სექტემბერს
ორგანიზაციის წევრები პროფესიონალი ადვოკატები არიან, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთ უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფენ ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებსა თუ სახელმწიფო დაწესებულებებში
ორგანიზაცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლების გზით
ადმინისტრაციული ასისტენტის სტაჟირების პროგრამა შესაძლებლობას აძლევს დამწყებ მენეჯერებს, რომ გაეცნონ ადმინისტრაციული მენეჯერის მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებს
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა
- კომპიუტერული უნარ ჩვევები
სამუშაოს აღწერილობა:
- ოფისის მუშაობის ადმინისტრირება (ტექნიკური უზრუნველყოფა, მოქალაქეების მიღება-დახვედრა და სატელოფონო კომუნიკაცია, ინფორმაციის მიღება და ადრესატებისთვის გადაცემა, საოფისე დოკუმენტაციის წარმოება, საფოსტო გზავნილების განხორციელება, საკანცელარიო და სხვა საოფისე ნივთების შეძენა და სხვა)
- შეხვედრების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებისას დახმარების გაწევა
- თანამშრომელთა სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
პიროვნული თვისებები:
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
- ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება
- გუნდური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
-შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი
კონკურსანტმა უნდა წამორადგინოს CV, სამოტივაციო წერილი და რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ მისამართზე: , გთხოვთ ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 16 ნოემბერი, 17:00სთ