საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
ქეა  ბანკი რესპუბლიკა  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  ალგანი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შპს.   შ.პ.ს დიზაინ სითი 
შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს.   შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  გუდვილი  პროფკურორტი 
აიელსი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ბიდისი აკადემია  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   საგანმანათლებლო ცენტრი   
P/T/G  კავკასიის უნივერსიტეტი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  Oxford House  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  One World   საქართველოს უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი

   კომპანია:

კომუნიკაციების ეროვნული კომისია

   განთავსებულია:  29 სექ. 2011
   ბოლო ვადა:  10 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  (+995 32) 2913814/15
   კატეგორია:

საკანონმდებლო/იურიდიული მომსახურება

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს კანონის თანახმად, ცხადდება საჯარო კონკურსი "დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ "საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობის დასაკავებლად.

კანდიდატებისთვის წაყენებული მოთხოვნები:

კანდიდატი, რომელსაც სურვილი აქვს დაიკავოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

განათლება/ცოდნა:

- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- რეგულირებადი სფეროს და მომხმარებელთა უფლებების კვალიფიციური ცოდნა.
- უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

სპეციფიური მოთხოვნები:

- საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება;
- კანდიდატი არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობაზე პირი აირჩევა 2 წლის ვადით. მასზე გავრცელდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვრცელდება თანამდებობის პირზე "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2,495 ლარს.

კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

- წერილობითი განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- ავტობიოგრაფია (CV);
- სამოტივაციო წერილი, რეგულირებადი სფეროს ცოდნისა და სათანადო სამუშაო გამოცდილების მითითებით;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- შესაბამისი საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ორი ფოტოსურათი (3x4);
- კონკურსანტს საკუთარი სურვილით შეუძლია წარმოადგინოს სხვა დოკუმენტაციაც (სერთიფიკატები, დიპლომები, რეკომენდაციები და ა.შ.)

საბუთების მიღება იწარმოებს 2011 წლის 26 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა, 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.

საბუთები მიიღება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. 6.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995 32) 2913814/15 (შიდა: 218)

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige