კომპანია აცხადებს ვაკანსიას PR სპეციალისტის სრულგანაკვეთიან თანამდებობაზე (სამთვიანი საგამოცდო პერიოდით).
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მენეჯმენტის სფეროში; მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი (მარკეტინგი, PR)
- მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
- საოფისე პროგრამების (Excel, Word, Outlook, PowerPoint, Internet) საფუძვლიანი ცოდნა; ინტერნეტიდან საჭირო ინფორმაციის მოძიების უნარი.
უნარები:
- შრომისმოყვარეობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
- კომპანიაში არსებული სტანდარტების სწრაფი ათვისება.
- საუკეთესო ანალიტიკური აზროვნება და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
- იდეებისა და აზრების ლოგიკურად და რაციონალურად გადმოცემის უნარი
- მოთხოვნების ანალიზის და კარგი კომუნიკაციის უნარი
- ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა
- გუნდში და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- სამუშაო დროის ეფექტური გამოყენების უნარი
- კომპანიის იმიჯზე და პირადი მანერების დახვეწაზე ზრუნვა
- კომპანიასთან ერთად მუდმივად განვითარებისა და ზრდის სურვილი.
ძირითადი ფუნქციები:
- სარეკლამო აქციების ორგანიზება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა
- კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდის მხარდაჭერა
- ტექსტებისა და საინფორმაციო მასალების მომზადება, რედაქტირება, თარგმნა
- კომპანიის უზრუნველყოფა საპრეზენტაციო, სუვენირული და პოლიგრაფიული პროდუქციით
- პრესკონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობა-ორგანიზება;
- სხვადასხვა სპეციალური ღონისძიებების დაგეგმვა: ღია კარის დღეები საწარმოში, საქველმოქმედო ან სასპონსორო ღონისძიებებში მონაწილეობა, კომპანიის დაბადების დღის იუბილეს აღნიშვნა და სხვა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად, მისამართზე: და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევის პროცედურა: შერჩევის პირველ ეტაპზე მოხდება აპლიკანტთა გადარჩევა წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.