კომპანია აცხადება მიღებას საოპერაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ქ. რუსთავში.
საოპერაციო სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობები:
-განახორციელოს პროექტების შესასრულებლად ოპტიმალური გადაწყვეტილებების მოძიება, კომპანიაში არსებული სისტემების გამოყენებით;
-განახორციელოს პროგრამისტების, ოპერატორების და კონტროლის ჯგუფის მართვა;
-განახორციელოს ახალი პროექტების დანერგვა და შესრულებული პროექტების მხარდაჭერა;
-განახორციელოს საზოგადოების საოპერაციო საქმიანობის ადმინისტრირება, მართვა, მიმართულების მიცემა და კონტროლი;
-კომპანიის მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიის განსაზღვრა-დამტკიცებაში მონაწილეობა;
- ბიზნეს გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
-მოლაპარაკების წარმოების უნარი; აზრის არგუმენტირებულად გამოხატვის, დარწმუნების, ყურადღებით მოსმენის უნარი;
-პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
-პრობლემების დანახვისას, ანალიზისა და მათი გადაჭრის გზების მოძიების უნარი;
-საქმის ორგანიზების და ამოცანების დროში კარგად განაწილების უნარი;
-ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
-საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office, Word, Excel და ა.შ.)
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის განათლებისა და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
-CV;
- ფოტო-სურათი;
-დიპლომისა და სერთიფიკატის ასლები;
მისამართზე: a.bakhtadze@bog.ge 2011 წლის 25 აგვისტომდე.
აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიცია,
რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. სხვა შემთხვევაში, თქვენი მონაცემები არ
განიხილება.
გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიციისა და გამოცდილების მქონე კანდიდატები.