კომპანია აცხადება მიღებას პროგრამისტის თანამდებობაზე ქ. რუსთავში.
პროგრამისტის უფლება-მოვალეობები:
- განახორციელოს პროგრამების ინსტალაცია და მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- განახორციელოს საზოგადოების კომპიუტერული აღჭურვილობის მოვლა და მათი მონიტორინგი;
- განახორციელოს არსებული ქსელების ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- განახორციელოს WIFI ქსელის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- განახორციელოს პლასტიკური ბარათების პროცესინგის ბექ-ოფისის პროცედურების წარმართვა და კლიენტთა ბაზის ადმინისტრირება;
- განახორციელოს ბარათების ბექ-ოფისში საბარათე ანგარიშების, ბარათების, ტრანზაქციების პროცესინგი და კონტროლი;
- განახორციელოს გადახდის სისტემებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით ბარათების მონაცემთა ბაზის განახლება და კონტროლი;
- განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემთა ბაზასთან კავშირი;
- განახორციელოს მომხმარებლის (გამყიდველის) მონაცემთა ბაზასთან კავშირი;
- განახორციელოს ობიექტებთან კავშირი;
- განახორციელოს ტარიფების სისტემასთან კავშირი;
- მონაწილეობა მიიღოს ოპერატორების ყოველდღიურ საქმიანობაში;
- განახორციელოს მომხმარებლისთვის დისტანციური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
მოთხოვნები და განათლება:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი
ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, კიბერნეტიკაში, გამოყენებით მათემატიკაში);
- PHP ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების მაღალ დონეზე ცოდნა;
- Linux-ის და მის ქვეშ პროგრამირების მაღალ დონეზე ცოდნა;
- Web Services-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- რელიაციური მონაცემთა ბაზების, მათი ნორმალიზაციის წესების მაღალ დონეზე ცოდნა;
- Embedded მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება (toolchain);
- SVN სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
- სერვერულ ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- მოლაპარაკების წარმოების უნარი; აზრის არგუმენტირებულად გამოხატვის, დარწმუნების, ყურადღებით მოსმენის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
- პრობლემების დანახვისას, ანალიზისა და მათი გადაჭრის გზების მოძიების უნარი;
- საქმის ორგანიზების და ამოცანების დროში კარგად განაწილების უნარი;
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის განათლებისა და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- CV;
- ფოტო-სურათი;
- დიპლომისა და სერთიფიკატის ასლები;
მისამართზე: a.bakhtadze@bog.ge 2011 წლის 25 აგვისტომდე.
აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიცია,
რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. სხვა შემთხვევაში, თქვენი მონაცემები არ
განიხილება.
გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიციისა და გამოცდილების მქონე კანდიდატები.