კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა, ბუღალტრულ პროგრამაში გატარებების წარმოება
- საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, კონტროლი
- კონტრაქტების, ინვოისების და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების წარმოება და კონტროლი
- სხვა მიმდინარე დავალებები
მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან შესაბამის დარგში
- ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
- კომპიუტერის ცოდნა, განსაკუთრებით MS Excell-ის კარგი ცოდნა
- რომელიმე საბუღალტრო პროგრამის საბაზისო ცოდნა (სასურველია)
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა
- ლოგიკური და ანალიტიკური უნარები
შერჩევის პროცედურა: შერჩევის პირველ ეტაპზე მოხდება აპლიკანტთა გადარჩევა წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ავტობიოგრაფია (CV) მისამართზე: . გთხოვთ, ელ-ფოსტის სახელწოდებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.