კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
ანაზღაურება: გამოცდილების/კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი: ძირითადი სამუშაო დრო ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 9.00-დან 19.00-მდე. აუცილებლობის შემთხვევაში- დამატებითი დღე/საათები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ასაკი: 33 დან 49 წლამდე;
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
- მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
- საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების და პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
- საგადასახადო კოდექსის, საბუღალტრო და საგადასახადო პოლიტიკის ცოდნა;
- საბუღალტრო და საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემის გადაჭრის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- აქტიური, მოწესრიგებული,თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
- ორგანიზებულობა და დაგეგმვა;
- მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- სასურველია რუსულის ცოდნა;
- უპირატესობა მიენიჭება მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიაში სამუშაო გამოცდილების მქონე პირებს.
ძირითადი მოვალეობები:
- შემავალი სტრუქტურების მუშაობის კოორდინაცია/მონიტორინგი.
- კომპანიის საგადასახადო რისკების შეფასება და მათზე დროული რეაგირება.
- დადგენილ ვადებში ფინანსური და საბანკო ოპერაციების შესრულება, დროული ანგარიშსწორება მომწოდებლებთან, ფინანსურ ორგანიზაციებთან, თანამშრომლებთან, ბიუჯეტთან და სხვა კონტრაქტორებთან;
- მიღებული დოკუმენტების სისრულეში მოყვანა საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვისთვის;
- საბუღალტრო და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება;
- საბუღალტრო გატარებების წარმოება;
- კვარტალური/წლიური ანგარიშების მომზადება;
- საგადასახადო დეკლარირება;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვის ოპერაციები
- ფინანსური ანგარიშების მომზადება ( პერიოდული) და დირექტორებისათვის წარდგენა;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი.
- კონტრაქტების, ინვოისების და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების წარმოება;
- სხვადასხვა მონაცემთა ბაზის შექმნა, დოკუმენტების (კონტრაქტები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) არქივის წარმოებაზე კონტროლი.
- შიდა კონტროლის სისტემის სქემების შემუშავება/სრულყოფა.
შერჩევის პროცედურა: შერჩევის პირველ ეტაპზე მოხდება აპლიკანტთა გადარჩევა წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) მისამართზე:
გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.