კომპანია გეგმავს პროექტის ვებ საიტის დამზადებას და ეძებს შემსრულებელ ინდივიდს ან ორგანიზაციას.
დაინტერესებულ პირებს/ორგანიზაციებს ვთხოვთ
1) ინფორმაცია შემსრულებელი
ორგანიზაციის/ინდივიდის და
2) შესრულებული კომპლექსური ნამუშევრების
(ვებსაიტების) ნიმუშები მიაწოდონ კომპანიის წარმომადგენელს ელ.ფოსტით: nextstep.website.project@gmail.com
რის შემდეგაც ელექტრონული ფოსტით მიიღებენ დეტალურ ტექნიკურ ამოცანას.
მეორე ეტაპზე დაინტერესებულთაგან 2011 წლის 23 დეკემბრის 18:00-მდე ველით
დასმული ამოცანის გადაჭრის გზას და კონკრეტულ განფასებას.
შენიშვნა: გვჭირდება შემსრულებელი, რომელსაც აქვს კომპლექსური ამოცანების
გადაწყვეტის გამოცდილება. კერძოდ, სამენოვანი საიტის დიზაინი და აგება
CMS-ის საფუძველზე, რეგისტრაციების და რეგისტრირებულთა შორის PM-ის
ინტეგრირებული სისტემებით და რეგისტრირებულთათვის საიტის სხვადასხვა
ნაწილზე დაშვების სხვადასხვა უფლებებით.
წინადადებათა მიღების დედლაინი: 23 დეკემბერი, 2011 წ.
შემსრულებლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება: 23-30 დეკემბერი, 2011 წ.
ვებსაიტზე მუშაობის დასაწყისი: 9 იანვარი, 2011 წ.
ვებსაიტზე მუშაობის პერიოდი: 1 თვე.
ვებსაიტის გაშვების დღე: 10 თებერვალი, 2012 წ.
ვებსაიტის სრული ტესტირების პერიოდი: 10 თებერვალი - 1 მარტი, 2012 წ.
ვებსაიტის საზოგადოებისათვის გახსნის დღე: 1 მარტი, 2012 წ.