"კოალიცია სამართლიანობისათვის" იწვევს პოლიტოლოგებს, სამართლის ექსპერტებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ანალიტიკოსებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებს მონაწილეობა მიიღონ დევნილთა უფლებებისა და ადამიანის უსაფრთხოების საკითხების განხილვაში, შემდეგი მიმართულებებით: ეთნიკური წმენდა და დევნილთა დაბრუნების უფლება.
კონტექსტი და სამუშაოს აღწერილობა:
"კოალიცია სამართლიანობისათვის" იწყებს ორიგინალი (გამოუქვეყნებელი) სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების დაფინანსებას საქართველოში ადამიანის უფლებების და ადამიანის უსაფრთხოების საკითხების შესახებ საჯარო დისკუსიების გააქტიურების მიზნით. ეთნიკური წმენდის საკითხზე მსჯელობა ხელს შეუწყობს საქართველოს კონფლიქტების სამართლიანი და მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების ძიებას. საქართველოს კონფლიქტების კონტექსტში დაბრუნების უფლების საკითხის კვლევა მიზნად ისახავს დებატებისთვის ახალი სივრცის შექმნას, ცოდნის გაზიარებასა და საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაღრმავებას აღნიშნულ საკითხზე.
"კოალიცია სამართლიანობისათვის" დააფინანსებს ნაშრომებს შემდეგ თემებზე:
- ადამიანის უსაფრთხოება: ეთნიკური წმენდა (სავარაუდო თემები: სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხები; ეთნიკური წმენდის ფაქტების აღნუსხვა და დოკუმენტირება, მართლმსაჯულების საკითხები, სამართლიანობა vs მშვიდობა, ერთა თვითგამორკვევა vs ეთნიკური წმენდა, ა.შ.)
- დევნილთა უფლებები: დაბრუნების უფლება (სავარაუდო თემები: ადამიანის უფლებების პერსპექტივა, იურიდიული საკითხები, პოლიტიკური მიდგომები, საკუთრების უფლება, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, ქონების რესტიტუცია vs მშვიდობა; ა.შ.)
სასურველია ნაშრომების ავტორებმა წარმოადგინონ საკუთარი იდეები ზემოაღნიშნული ორი თემის გარშემო.
წარმატებულ ნაშრომებში წარმოდგენილი უნდა იყოს ავტორთა მიერ საგულდაგულოდ დამუშავებული და კარგად ჩამოყალიბებული აზრი, რომელიც დასაბუთებული იქნება თანმიმდევრული თეორიული და პრაქტიკული მტკიცებულებებით.
ნაშრომის სტრუქტურა:
- შესავალი
- საკითხის იდენტიფიკაცია
- ზოგადი ინფორმაცია
- მტკიცებულებების ან ფაქტების მოშველიება
- საკითხის ყოველმხრივი განხილვა
- დასკვნა
- წინადადებები სამოქმედო მიმართულებებზე / გადაწყვეტის შესაძლო გზებზე (სადაც თემა ამის შესაძლებლობას იძლევა)
- პოლიტიკის განხორციელების მიმართულებები (სადაც თემა ამის შესაძლებლობას იძლევა)
დასრულებული ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 8 000 -10 000 სიტყვას (± 200 სიტყვა) ბიბლიოგრაფიის გარეშე. ნაშრომები მიიღება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.
წარმატებული ნაშრომების ავტორებს გადაეცემათ ჰონორარი 1200 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, ნაშრომები, რედაქტირების შემდეგ, გამოქვეყნდება ცალკე პუბლიკაციად. გამარჯვებული ნაშრომების ავტორები მოწვეულნი იქნებიან "კოალიცია სამართლიანობისათვის" მიერ ორგანიზებულ საჯარო დებატებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2011 წლის შემოდგომაზე.
განაცხადის მიღების პროცედურა:
მკვლევარებმა 2011 წლის 3 ოქტომბრამდე (18:00 საათამდე) უნდა წარმოადგინონ სააპლიკაციო განაცხადი, რომელიც შეიცავს სამოტივაციო წერილს (არაუმეტეს 1 გვერდისა), კვლევის მეთოდებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნაშრომის მონახაზს (მაქს. 600 სიტყვა), ბიბლიოგრაფიასა და მკვლევარის მოკლე ავტობიოგრაფიას. სააპლიკაციო განაცხადი ინგლისურ ან ქართულ ენაზე უნდა მიეწოდოს ბ-ნ ირაკლი ჯეირანაშვილს ელ. ფოსტით შემდეგი მისამართზე:
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ი. ჯეირანაშვილს ზემოაღნიშნულ ელ. ფოსტის მისამართზე. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
მოწოდებულ სააპლიკაციო განაცხადს განიხილავს "კოალიცია სამართლიანობისათვის" კომისია. წარმატებული წინადადებების ავტორებს პასუხი ეცნობებათ 2011 წლის 13 ოქტომბრამდე. სამუშაოს დასრულების საბოლოო ვადაა 2011 წლის 5 დეკემბერი (18:00).
მონაწილეობის მიღება:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, თუმცა "კოალიცია სამართლიანობისათვის" განსაკუთრებით მიესალმება საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სტუდენტების და მკვლევარების მონაწილეობას.
მოწვევა ცხადდება ხელახლა. მათ, ვისაც აღნიშნული მოწვევის ფარგლებში უკვე წარმოდგენილი აქვს განაცხადი, გთხოვთ ნუ გამოგვეხმაურებით.
დევნილთა უფლებების, ეთნიკური ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის, აღნიშნული საკითხების მარეგულირებელი საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ "კოალიცია სამართლიანობისათვის" ვებ-გვერდს:
საკონტაქტო ინფორმაცია:
"კოალიცია სამართლიანობისათვის"
მარჯანიშვილის ქ. 16, IV კორპუსი, ბინა 2ა, თბილისი
ვებ გვერდი: