კომპანიას "კლასიკა" ესაჭიროება სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდები გაყიდვების მენეჯერის, აღრიცხვების მენეჯერისა და მენეჯერის ვაკანსიაზე. კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე. გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად.
ხელფასი: 400-900 ლარი, ბონუსების გათვალისწინებით. კომპანია ითვალისწინებს ხელფასისა და პროფესიულ ზრდას, შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
აუცილებელი მოთხოვნები:
-დახვეწილი მეტყველება;
-საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა ("ექსელში" ტესტირება)
-ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები;
-ლიდერული და კომუნიკაბელური უნარ-ჩვევები;
-გაყიდვების ორგანიზების გამოცდილება;
-საბუთებთან მუშაობის ცოდნა და დამკვეთებთან მოლაპარაკების უნარი;
-უმაღლესი განათლება;
-უცხო ენის ცოდნა (სასურველია; უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნეთ);
-ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი (აუცილებელი პირობა);
-რეკომენდაცია წინა სამსახურიდან (მიიღება კომპანიის პირველი პირის რეკომენდაცია, სახელი, გვარი, ორგანიზაციის ტელეფონი და რეკომენდატორის მობილური).
ამ მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.
მოვალეობები:
-ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
-კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
-ინვენტარიზაცია;
-დაეხმაროს კომპანიის ხელმძღვანელს ორგანიზაციის მართვაში;
-კონსულტანტების მონიტორინგი.
-სხვა ვალდებულებები, საქმიანობიდან გამომდინარე.
-დაეხმაროს კომპანიის ფინანსურ მენეჯერს აღრიცხვებსა და ბუღალტრულ საქმიანობაში (აღრიცხვების მენეჯერის მოვალეობა).
გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე არჩეული კანდიდატები გაივლიან ორ კვირიან უფასო ტრენინგებს. ეტაპის გავლის შემთხვევაში მათ გაუფორმდებათ ხელშეკრულება და გაივლიან ერთ თვიან სტაჟირება-სწავლების ეტაპს, ხელფასით 300 ლარი. მე-2 ეტაპის გავლის შემდეგ მათ დაენიშნებათ ხელფასი: 400 ლარი + ბონუსები სხვადასხვა სახის, საშუალოდ 900 ლარამდე, შესაძლებლობებიდან, ცოდნიდან, უნარიდან და რეიტინგიდან გამომდინარე. ხელშეკრულების დარღვევისას გათვალისწინებულია სანქციები.
პერსონალის დანიშვნა გაყიდვების მენეჯერის, აღრიცხვების მენეჯერისა და მენეჯერის პოზიციაზე მოხდება ინდივიდუალურად, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის მიხედვით.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 10:30-დან 20:00 საათამდე; 2 დასვენების დღე.
გათვალისწინებულია მსუბუქი ლანჩი კომპანიის ხარჯზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა სასურველია მოგვაწოდონ CV, აუცილებლად 3x4 ზომის სურათთან ერთად, მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 14ბ, ან გამოაგზავნონ ელ. ფოსტით მისამართზე: არა უგვიანეს 2012 წლის 30 იანვრისა. სურათის გარეშე CV არ განიხილება.
ტელეფონით ინფორმაცია არ გაიცემა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, მობრძანდეთ მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 14ბ.