საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
თეგეტა მოტორსი  შირნჰოფერი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  ალგანი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს.   შ.პ.ს დიზაინ სითი 
შპს.   თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  DMG WEST LINES  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  ბანკი რესპუბლიკა  ქეა 
P/T/G  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   აიელსი  Oxford House  კავკასიის უნივერსიტეტი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE ტურისტული კომპანია ,,მანდსი  საქართველოს უნივერსიტეტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  One World   ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ბიდისი აკადემია  საგანმანათლებლო ცენტრი  
   ვაკანსია:

გაყიდვების მენეჯერი

   კომპანია:

კლასიკა

   განთავსებულია:  24 იან. 2012
   ბოლო ვადა:  24 თებ. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  sale@classica.com.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

გაყიდვები

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

კომპანიას "კლასიკა" ესაჭიროება სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდები გაყიდვების მენეჯერის, აღრიცხვების მენეჯერისა და მენეჯერის ვაკანსიაზე. კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე. გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად.

ხელფასი: 400-900 ლარი, ბონუსების გათვალისწინებით. კომპანია ითვალისწინებს ხელფასისა და პროფესიულ ზრდას, შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

აუცილებელი მოთხოვნები:
-დახვეწილი მეტყველება;
-საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა ("ექსელში" ტესტირება)
-ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები;
-ლიდერული და კომუნიკაბელური უნარ-ჩვევები;
-გაყიდვების ორგანიზების გამოცდილება;
-საბუთებთან მუშაობის ცოდნა და დამკვეთებთან მოლაპარაკების უნარი;
-უმაღლესი განათლება;
-უცხო ენის ცოდნა (სასურველია; უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნეთ);
-ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი (აუცილებელი პირობა);
-რეკომენდაცია წინა სამსახურიდან (მიიღება კომპანიის პირველი პირის რეკომენდაცია, სახელი, გვარი, ორგანიზაციის ტელეფონი და რეკომენდატორის მობილური).

ამ მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.

მოვალეობები:
-ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
-კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
-ინვენტარიზაცია;
-დაეხმაროს კომპანიის ხელმძღვანელს ორგანიზაციის მართვაში;
-კონსულტანტების მონიტორინგი.
-სხვა ვალდებულებები, საქმიანობიდან გამომდინარე.
-დაეხმაროს კომპანიის ფინანსურ მენეჯერს აღრიცხვებსა და ბუღალტრულ საქმიანობაში (აღრიცხვების მენეჯერის მოვალეობა).

გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე არჩეული კანდიდატები გაივლიან ორ კვირიან უფასო ტრენინგებს. ეტაპის გავლის შემთხვევაში მათ გაუფორმდებათ ხელშეკრულება და გაივლიან ერთ თვიან სტაჟირება-სწავლების ეტაპს, ხელფასით 300 ლარი. მე-2 ეტაპის გავლის შემდეგ მათ დაენიშნებათ ხელფასი: 400 ლარი + ბონუსები სხვადასხვა სახის, საშუალოდ 900 ლარამდე, შესაძლებლობებიდან, ცოდნიდან, უნარიდან და რეიტინგიდან გამომდინარე. ხელშეკრულების დარღვევისას გათვალისწინებულია სანქციები.

პერსონალის დანიშვნა გაყიდვების მენეჯერის, აღრიცხვების მენეჯერისა და მენეჯერის პოზიციაზე მოხდება ინდივიდუალურად, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის მიხედვით.

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 10:30-დან 20:00 საათამდე; 2 დასვენების დღე.
გათვალისწინებულია მსუბუქი ლანჩი კომპანიის ხარჯზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სასურველია მოგვაწოდონ CV, აუცილებლად 3x4 ზომის სურათთან ერთად, მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 14ბ, ან გამოაგზავნონ ელ. ფოსტით მისამართზე: sale@classica.com.ge. სურათის გარეშე CV არ განიხილება.

ტელეფონით ინფორმაცია არ გაიცემა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, მობრძანდეთ მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 14ბ.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige