"კია მოტორს ჯორჯია" ნერგავს "კია მოტორს კორპორაციის" სტანდარტებს თბილისის ავტოსალონში. სტანდარტების დანერგვის ფარგლებში შესაცვლელი იქნება:
ექსტერიერი:
- შენობის ფასადი და ერთი გვერდითა კედელი
- მთავარი პილონი
- მთავარი შესასვლელი
- შესასვლელის პილონი
- სერვის ცენტრის მანიშნებელი.
ინტერიერი:
- ავტოსალონის მიმღების უკანა კედელი
- მიმღების მაგიდა
- მანქანის მახასიათებლების და ფასის სტენდი
- სერვისის მიმღების უკანა კედელი
- სერვისის მიმღების მაგიდა
- ბროშურების სტენდი
სერვის ცენტრი: სერვის ცენტრის გაფორმება - მანიშნებლები ბოქსების თავზე, სტიკერები ლოგოტიპით.
ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველებს გთხოვთ, ეწვიოთ "კია მოტორსის"
ცენტრს 2011 წლის 21, 22, და 23 ივნისს, 10:00-დან 18:00 საათამდე, სადაც
მიიღებთ დამატებით ინფორმაციას სატენდერო მასალების შესახებ. საჭირო იქნება
ზომების აღება. სასურველია თან იქონიოთ ფოტოაპარატი და მეხსიერების
ბარათი, რომელზეც ჩაიწერება სატენდერო მასალების აღწერა (მოცულობა 111 MB).
სატენდერო წინადადების წარდგენის ვადაა 2011 წლის 30 ივნისი. წინადადებები მიიღება ელექტრონული სახით, მისამართზე: ia@kiamotors.ge ან info@kiamotors.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 253 2111, შიდა 318.