"კვალიფიკაციური განათლების საერთაშორისო ცენტრი" აცხადებს ტრენინგს პროექტის მენეჯმენტში.
კურსის მიზანია თეორიული ცოდნის გაღრმავება, შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება პროექტების მართვის მეთოდოლოგიებისა და ტექნიკის შესწავლის გზით.
კურსის განმავლობაში გამოყენებულ იქნება მსმენელისთვის აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული მასალები, ასევე ვიდეო მასალები, რათა გამოიმუშაონ პროექტის ადმინისტრირებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარები.
ლექციის მსვლელობისას განიხილება კონკრეტული სამაგალითო პროექტი, რომელიც დაეხმარება მსმენელებს გახდნენ უკეთესი მენეჯერები.
კურსი გამიზნულია როგორც დამწყები, ასევე საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისათვის, ბიზნეს, სამთავრობო და კერძო სექტორში დასაქმებული პროექტის მენეჯერებისათვის.
კურსი წარიმართება ინგლისურ ენაზე.
კურსზე ჩაწერის აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე). ინგლისური ენის ცოდნა შემოწმდება ტესტირების საფუძველზე.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელებისთვის შესაძლებელი გახდება დაძლიონ და გადაჭრან პროექტის მენეჯმენტთან დაკავშირებული ყველა სირთულე და შეძელბენ წარმატებით განხორციელონ ყველა სახის პროექტი.
კურსის თემატიკა:
- პროექტის ციკლი და მისი ორგანიზება;
- პროექტის მიზნებისა და ამოცანების მართვა;
- პროექტის მართვის დაგეგმვა;
- პროექტის განრიგი;
- პროექტის ხარჯების და ბიუჯეტის მართვა;
- პროექტის მიზნების მართვა;
- პროექტის რისკების მართვა;
- პროექტის კომუნიკაციების მართვა;
- პროექტის რესურსების მართვა;
- რეპორტინგი.
მოცემული თემატიკის ფონზე კურსის განმავლობაში განიხილება პროექტის არსი, მისი ფაზები და მათ შორის არსებული კავშირები, ისევე როგორც ორგანიზაციული სტრუქტურები და მათი გავლენა პროექტებზე.
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალებით.
ტრენინგის დასრულების შემდეგ ტესტირების საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი.
ტრენინგის ხანგრძლივობა : 24 აკადემიური საათი, კვირაში სამჯერ, 2სთ.
ტრენინგის ღირებულება: 550 ლარი
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
მოსკოვის გამზირი #8 (სამგორის მიმდებარე ტერიტორია);
ტელ.: (+995 32)701181; (+995 32) 945412;
ელ-ფოსტა:
ვებ-გვერდი: